კოლინი სუსპენზია ორალური 40მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1
კოლინი სუსპენზია ორალური 40მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1

კოლინი სუსპენზია ორალური 40მგ/1მლ 30მლ ფლაკონი #1

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: სუსპენზიის 1მლ შეიცავს: სიმეთიკონის ემულსიას, 40მგ სიმეთიკონის ეკვივალენტურს. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის კარმელოზა, ნატრიუმის ბენზოატი, დინატრიუმის ედეტატი, თხევადი სორბიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ანისულის ზეთი, ნარევი Avicel RC–591 (მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა), საღებავი Sunset Yellow FCF (E 110), გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების ჭარბი წარმოქმნა და დაგროვება (მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის შებერილობა, აეროფაგია, რემხელდის სინდრომი, პოსტოპერაციულ პერიოდში გაზების წარმოქმნა); რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი და ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების კვლევის მოსამზადებელი პერიოდი; ტენსიდებით, სინთეტიკური სარეცხი საშუალებებით მოწამვლა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები. ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: რეკომენდებული არ არის პრეპარატის ხანგრძლივი მიღება  დიდი დოზებით ანტაციდებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება: კოლინი მიიღება შიგნით (პერორალურად) საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში-ძილის წინ.
მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 25-50 წვეთი 3-5-ჯერ დღეში, ჩვილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში-10-15 წვეთი 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ. სუსპენზია მიღების წინ უნდა შეინჯღრეს!
დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად: გამოკვლევის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე მიიღება 50 წვეთი 3-ჯერ დღეში, გამოკვლევამდე 2 დღის განმავლობაში, 50 წვეთი უზმოზე, დილით, გამოკვლევის დღეს და 50 წვეთი უშუალოდ გამოკვლევის წინ. სინთეტიკური სარეცხი საშუალებით მოწამვლის დროს კოლინის დოზა განისაზღვრება ინტოქსიკაციის სიმძიმით (არა ნაკლებ 320მგ).

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი (ცალკეულ შემთხვევებში). იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია: შესაძლებელია კოლინის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბციის არარსებობის გამო მისი ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება და დედის რძეში გადასვლა არ არის მოსალოდნელი.

განსაკუთრებული მითითებები: კოლინის სუსპენზია არ შეიცავს საქაროზას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტით ან საჭმლის მონელების დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში.

შეფუთვა: 30მლ სუსპენზია ნარინჯისფერ პოლიმერულ ფლაკონში, თითო ფლაკონი საწვეთურით მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: სუსპენზია: ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზია ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: სუსპენზია: ნარინჯისფერი ტკბილი სუსპენზია არომატული სუნით.

გამოშვების ფორმა: შიგნით მისაღები (პერორალური) სუსპენზია, 30მლ.

ვარგისობის ვადა: სუსპენზია: 3 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
სიმეტიკონი
დოზა
40მგ/1მლ
ფორმა
სუსპენზია ორალური
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი