მებევერინი-SR თითოეული მდგრადი გამოთავისუფლების კაფსულა შეიცავს 200 მგ მებევერინის ჰიდროქლორიდს.
ჩვენებები : გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომატური შემსუბუქების მიზნით.
დოზირება: ერთი 200 მგ კაფსულა დღეში ორჯერ, ერთი კაფსულა დილით, მეორე კაფსულა საღამოს. პედიატრიული მოსახლეობა მებევერინის-SR გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო. გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. თუ გამოტოვებულია ერთი ან მეტი დოზის მიღება, პაციენტმა მედიკამენტის მიღება უნდა განაგრძოს დანიშნულების მიხედვით, მომდევნო დოზით. გამოტოვებული დოზების, რეგულარულად მისაღებ დოზებზე დამატება არ არის რეკომენდებული.
მიღება : მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით): კაფსულები უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (მინიმუმ 100 მლ წყალი). მათი დაღეჭვა არ შეიძლება, რადგან საფარი გამიზნულია მდგრადი გამოთავისუფლების მექანიზმის უზრუნველსაყოფად.
ვარდისიანობის ვადა : 3 წელი
შენახვა : ინახება 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან.