ნეო პეკეს 'Buen Viaje'-მგზავრობისთვის. ღებინების საწინააღმდეგო სიროფი 10მლ ფლაკონი #7
ნეო პეკეს 'Buen Viaje'-მგზავრობისთვის. ღებინების საწინააღმდეგო სიროფი 10მლ ფლაკონი #7

ნეო პეკეს 'Buen Viaje'-მგზავრობისთვის. ღებინების საწინააღმდეგო სიროფი 10მლ ფლაკონი #7

ესპანეთი

ნეოვიტალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ცენტრალური ნერვული სისტემა → ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები
შემადგენლობა: 10 მლ შეიცავს:

ჯინჯერი (Zingiber Officinale Roscoe) 50 მგ, ბარამბო (melissa Officinale) 50 მგ, გვირილა (matricaria Recutita) 50 მგ, ვიტამინი B6 (Pyridoxine) 0.21მგ, B9 (Folate) 0,03 მგ, ლიმონის წვენი არომატიზატორად

სიროფი შექმნილია ახალმომზადებული ხილის წვენის ბაზაზე. შეიცავს შაქარს

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეო პეკეს მგზავრობისთვის - პრეპარატის მოძრაობასთან დაკავშირებული ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება დაკავშირებულია ვესტიბულურ- მხედველობითი კონფლიქტის შედეგად სისხლში მომატებული ჰისტამინის და სეროტონინის დონის შემცირებით.

ჯინჯერი (Zingiber Officinale Roscoe) - მოქმედებს როგორც ცენტრალურად ისე პერიფერიულად.

ცენტრალურად მისი მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური და სეროტონინული რეცეპტორების ბლოკირებით.

პერიფერიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით.

შედეგად: დუნდება გლუვი მუსკულატურა, იხსნება კუჭ-ნაწლავის კუნთების სპაზმი, ქვეითდება კუჭ-ნაწლავის და სანერწყვე ჯირკვლების სეკრეცია და იხსნება გულისრევა და ღებინება.

ვიტამინი B6 (Pyridoxine) - ნაწლავებში სეროტონინის დონის რეგულაციით არეგულირებს ღებინებას და გულისრევის შეგრძნებას. ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის გლუვი კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას იმპულსაციის ნორმალიზების ხარჯზე

ბარამბო (melissa Officinale), გვირილა (matricaria Recutita) - სასიამოვნო სუნის მქონე მცენარეებია, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის აღგზნებადობას და და არეგულირებს ღებინებას და გულისრევის შეგრძნებას.

ჩვენება:
გადაადგილებასთან დაკავშირებული ღებინება და გულისრევის შეგრძნება

დოზირების მეთოდი:
- 12 თვ - 14 წლამდე ბავშვებში : 1 ფლაკონი (10 მლ) მგზავრობის დაწყებამდე 15-20 წთ-ით ადრე
- განმეორებით მიღება შესაძლებელია 3 საათის ინტერვალით
- მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 7 ფლაკონია


უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. შაქრის შემცველობის გამო არ გამოიყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში

გამოშვების ფორმა:
10 მლ ფლაკონში მოთავსებული სიროფი ლიმონის არომატით №7
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 300C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნისთანავე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ,
რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნეოვიტალი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ჯინჯერი+ბარამბო+გვირილა+ფოლის მჟ+პირიდიქსინი
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
7
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი