ნეო პეკეს 'PROBIOTICO'-პრობიოტიკი სიროფი 80მლ/8X10მლ/ ფლაკონი #8
ნეო პეკეს 'PROBIOTICO'-პრობიოტიკი სიროფი 80მლ/8X10მლ/ ფლაკონი #8

ნეო პეკეს 'PROBIOTICO'-პრობიოტიკი სიროფი 80მლ/8X10მლ/ ფლაკონი #8

ესპანეთი

ნეოვიტალი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნაწლავური მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალებები / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა
10 მლ შეიცავს:
1 გ. ინულინი
Saccharomyces boulardii (8.34 108ს.ე), Lactobacillus rhamnosus (8.34 108ს.ე), Lactobacillus acidophilus (8.33 108ს.ე), Lactobacillus casei (8.34 108ს.ე), Bifidobacterium infantis (8.34 108ს.ე), Bifidobacterium Lactis (8.34 108ს.ე).
სიროფი შექმნილია ახალმომზადებული ხილის წვენის ბაზაზე და არ იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მომატებას

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეო პეკეს პრობიოტიკი - შემადგენლობის მიხედვით წარმოადგენს სიმბიოტიკს, ვინაიდან შემადგენლობაში შედის პრობიოტიკი და პრებიოტიკი. სიმბიოტიკით მკურნალობა დისბიოზის მკურნალობის ერთადერთი სწორი და ეფექტური გზაა, ვინაიდან სიმბიოტიკის შემადგენლობაში შედის როგორც პრობიოტიკი - ადამიანის ბუნებრივი მიკროფლორის შემადგენელი ცოცხალი მიკროორგანიზმები, ასევე პრებიოტიკი - ნიადაგი, რომელზეც იზრდება ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა.
პრეპარატში შემავალი ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიები აღადგენენ ნაწლავის ნორმალურ ფლორას დისბიოზის შემთხვევაში. ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ქმნიან საუკეთესო გარემოს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის გამრავლებისთვის.
ბიფიდობაქტერიები შეადგენენ ბავშვების ნაწლავების ნორმალური ფლორის 80-90%-ს და ხელს უწყობენ საკვების მონელებას. ლაქტო და ბიფიდობაქტერიები ერთად ეფექტურად ხსნიან ყაბზობის და მოუნელებლობის პრობლემას ბავშვებში
Lactobacillus rhamnosus G.G - გამოიმუშავებს ანტი როტავირუსულ ანტისხეულებს და მოქმედებს დიარეის საწინააღმდეგოდ, ხელს უწყობს A-იმუნოგლობულინის გამოყოფას და შედეგად აძლიერებს ნაწლავის კედლის ადგილობრივ იმუნიტეტს, ზრდის ნაწლავის კედლის ბარიერულ ფუნქციას.
Saccharomyces boulardii მოქმედებს დიარეის საწინააღმდეგოდ. ფსევდომემბრანოზული კოლიტის დროს
Clostridium dificcile მიერ გამომუშავებული სეკრეტის გაუვნებელყოფას ახდენს და აინჰიბირებს ნაწლავის ლორწოვანზე არსებული წამწამების რეცეპტორებზე მიკრობის მიმაგრებას
Lactobacillus Acidophilus – ß - გალაქტოზიდაზას გამომუშავების ხარჯზე ამცირებს დისკომფორტს, დიარეას და ნაწლავის კედლის სპაზმს ლაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში( მდგომარეობა, როცა ფერმენტი ლაქტაზა ვერ ახდენს ნაწლავებში რძის შაქრის ლაქტოზას დაშლას)
ინულინი - Inulin - წარმოადგენს საკვებ ნიადაგს ნორმალური ფლორისთვის. გააჩნია მცირედ გამოხატული საფაღარათო თვისებაც რაც საუკეთესო ეფექტს იძლევა ყაბზობით მიმდინარე დისბიოზის მკურნალობისას.

ჩვენება:
• ნაწლავური დისბიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• მწვავე ნაწლავური ინფექციები
• დისპეფსიური სინდრომი - დიარეა, ყაბზობა
• ფსევდომემბრანოზული კოლიტი
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
• ლაქტოზის აუტანლობა
• ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები

დოზირების მეთოდი:
ყაბზობის სამკურნალოდ:
• 0-2 წლამდე ბავშვებისთვის: 1 ფლაკონი 1-ჯერ დღეში ყოველ მეორე დღეს
• 2 წლის ზევით ბავშვებისთვის: 1 ფლაკონი 1-ჯერ დღეში ყოველ დღე
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 8-16 დღე.

დიარეის სამკურნალოდ:
• ასაკის მიუხედავად - 1 ფლაკონი 1-ჯერ დღეში ყოველ დღე, 8 დღე
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 8 დღე
პრეპარატი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.

გამოყენების წესი:
ფლაკონი ორკომპონენტიანია 1. ძლიერად დაატრიალეთ თავსახური საათის ისრის მიმართულებით სანამ თავსახურში მოთავსებული კაფსულა არ გასკდება და ფხვნილი არ ჩაიყრება ფლაკონში მოთავსებულ სითხეში 2. კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი 3. ფლაკონის შიგთავსი მიიღება ერთჯერადად ერთხელ დღეში სასურველია დილით

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:
10 მლ ფლაკონში მოთავსებული სიროფი სხვადასხვა ხილის არომატით №8

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 25oC ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნისთანავე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნეოვიტალი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ლაქტობაქტერიები+ბიფიდობაქტერიები+ინულინი
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
8
მოცულობა
80მლ/8X10მლ/
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი