ჩვენებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბაქტერიოზი, მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები, ანტიბიოტიკების და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი, საჭმლის მონელების დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, ბოყინი, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი (დაკავშირებული საკვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობებთან და სხვა მიზეზებთან).
მიღების წესი და დოზირება: 3-6 წლამდე 1 კაფსულა დილით. 6 წლიდან 1 ან 2 კაფსულა დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
ორსულობა და ლაქტაცია: ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: პრეპარატი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოშვების ფორმა: #15 კაფსულა, მუყაოს ყუთში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.