საერთაშორისო დასახელება - Extr.Salviae,Ac.ascorbinicum ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები შემადგენლობა: აქტიური კომპონენტები: 1 ტაბლეტი (2,5) შეიცავს: სალბის ექსტრაქტი 50მგ სალბის ზეთი 6 მგ ასკორბინის მჟავა 20მგ დამხმარე კომპონენტები: ლიმონის მჟავა, გლუკოზის სიროფი, საქაროზა, წყალი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის, ანტისეფტიური საშუალება.
ჩვენება: პირის ღრუს და ყელის ანთებითი დაავადებები (ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, კატარალური მოვლენები ზემო სასუნთქი გზების მხრივ).
წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. ბავშვები და მოზარდები (16წ) სიფრთხილით ინიშნება დიაბეტით დაავადებულებში (პრეპარატში შაქრის შემცველობის გამო) ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. არ არის რეკომენდებული.
დოზირება და მიღების წესი: 1-ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთხელ, არაუმეტეს 4 ტაბლეტისა დღეში. აჩერებენ პირში სრულ გაწოვამდე. მკურნალობის საშუალო ვადა 7 დღე. მკურნალობის გახანგრძლივება და განმეორება ექიმის რეკომენდაციით.
გვერდით მოვლენები: შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტებზე
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან: არ აღინიშნება.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ასკორბინის მჟავას (ვიტ. C) სამკურნალო დოზა და დღიური მოთხოვნილება. რათა თავიდან იქნეს აცილებული დოზის გადაჭარბება ვიტ. C–ს შემცველი სხვა პოლივიტამინის გამოყენებისას. პრეპარატის 1 ტაბლეტი შეიცავს 20მგ. ასკორბინის მჟავას. მოზრდილი ადამიანის– თვის ვიტ. C–ს დღიური დოზა შეადგენს 70–100მგ.