პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Lansoprazolum+Clarithromycinum+Tinidazol
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: H+ K+ ატფ-აზის ინჰიბიტორები
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ლანსოპრაზოლი – გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები თეთრი ფერის კორპუსითა და ნარინჯისფერი თავსახურით, შევსებული თეთრი ან მოთეთრო ფერის გრანულებით.
ტინიდაზოლი – ნარინჯისფერი, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით.
კლარითრომიცინი – თეთრი ან მოთეთრო ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით.
შემადგენლობა:
თითოეული ნაკრები შეიცავს:
ლანსოპრაზოლის 1 კაფსულას
თითოეული კაფსულა შეიცავს:
ლანსოპრაზოლს – 30 მგ
(ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული გრანულების სახით);
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, კალციუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალციუმის კარბონატი, ჰიპრომელოზა E5, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, პოლისორბატი 80, დიეთილფთალატი, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
ტინიდაზოლის 1 ტაბლეტს
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ტინიდაზოლს – 500 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Ready Mix Orange (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), საღებავი Sunset Yellow FCF (E 110)).
კლარითრომიცინის 1 ტაბლეტს
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
კლარითრომიცინს – 250 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Ready Mix White (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171)).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინაცია Helicobacter pylori-ს ერადიკაციისათვის. ათქ-კოდი: A02BD.
ჩვენება:
ულცერონი გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქრონიკული გასტრიტის დროს (H.pylori-ს ინფექციის მკურნალობის და ერადიკაციული თერაპიის მიზნით).
მიღების წესი და დოზირება:
ულცერონის თითოეული ნაკრები შეიცავს ლანსოპრაზოლის 1 კაფსულას (30 მგ), ტინიდაზოლის 1 ტაბლეტს (500 მგ), კლარითრომიცინის 1 ტაბლეტს (250 მგ) და გათვლილია ერთ მიღებაზე. ულცერონი ინიშნება პერორალურად, 1 კაფსულა ლანსოპრაზოლი, 1 ტაბლეტი ტინიდაზოლი და 1 ტაბლეტი კლარითრომიცინი ორჯერ დღეში, დილით და საღამოს. ლანსოპრაზოლის კაფსულა მიიღება მთლიანად (კაფსულა არ უნდა დაიღეჭოს ან გაიხსნას).
თითოეული კოლოფი შეიცავს 14 ნაკრებს, რაც უზრუნველყოფს თერაპიას 7 დღის განმავლობაში.
ორსულობა და ლაქტაცია:
ულცერონის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
1614
ჯენერიკი
ლანსოპრაზოლი+ტინიდაზოლი+კლარითრომიცინი