გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება ნაწლავის ნორმალური ფლორის შესანარჩუნებლად; ნაწლავთა დისბიოზი და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად ან მის შემდეგ; ალერგიული დაავადებების დროს კომპლექსურ თერაპიაში.
ჩვენება: ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, ნაწლავური ინფექცია, მოგზაურთა დიარეის პროფილაქტიკა და მკურნალობა, აუმჯობესებს ნაწლავთა პერისტალტიკას, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ დაცვას.
მიღების წესი და დოზირება: საკვების მიღებამდე 5-10 წუთით ადრე 1 ჯერ დღეში, 8 დღე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გაგრძელება 3 თვემდე. დოზირება: 0-დან 1 წლამდე: 0,5 კაფსულა დღეში. 1-დან 6 წლამდე: 1 კაფსულა დღეში. 6 წლის ზემოთ: 2 ლაფსულა დღეში.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.