შემადგენლობა: 1 ტაბლეტის შემადგენლობა: 200 მგ ადამის ხე ან ხეპილპილა.
ჩვენებები: პრემენსტრუალური სინდრომი - მასტოდინია, სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობა, ფსიქიური ლაბილობა, შეკრულობა, შეშუპება, თავის ტკივილი ან შაკიკი. მასტოპათია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. წარმოადგენს არაჰორმონალურ პრეპარატს. არეგულირებს სასქესო ჰორმონების დონეს, ხსნის პრემენსტრუალური სინდორმის ყველა სიმპტომს.
დოზირება და მიღების წესი: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 თვისა, უწყვეტად, მენსტრუაციის პერიოდშიც.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები: ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი ეფექტები არ გააჩნია. შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია.
გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #30 ტაბლეტი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.