პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Natrii hyaluronatum,Centella,Aloe
საშუალების აღწერილობა და შემადგენლობა: ერთი ვაგინალური სანთელი შეიცავს:
ნატრიუმის ჰიალურონატი 5,90 მგ (ჰიალურონის მჟავას 5,00 მგ ექვივალენტური), მყარი ცხიმი, აზიური ცენტელას ზეთოვანი ექსტრაქტი, ალოეს ცხიმში ხსნადი ექსტრაქტი, კალენდულას ზეთოვანი ექსტრაქტი, ჩაის ხის ზეთი, ბუთილირებული
ჰიდროქსიტოლუოლი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, იზობუთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ბუთილპარაჰიდროქსიბენზოატი.
აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის უსუნო სანთელი.
გამოყენების სფერო
ჰიალურონის მჟავა არის ბუნებრივი ბიოპოლიმერი. ეს არის ხაზოვანი პოლისაქარიდი უნიკალური ფიზიკური და ბიოქიმიური თვისებებით, როგორიც არის სიბლანტე, სიმკვრივე, ფლობს წყლის მოლეკულების შეკავშირების უნარს.
ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს იმ უჯრედების მიგრაციას, რომლებიც მონაწილეობენ შეხორცების პროცესში და დაზიანებული ქსოვილის აღდგენაში, ხელს უწყობს ქსოვილების ჰიდრატაციას, ეპითელური უჯრედების აღდგენას და ზრდას, წარმოადგენს საშოს ლორწოვანი გარსის სწრაფი აღდგენის ფაქტორს.
ლილაიზ როზა გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- საშოს ლორწოვანი გარსის შეხორცების ხელშეწყობის მიზნით მშობიარობის, საშოზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების, ეროზიების მოწვის შემდეგ;
- საშოს ლორწოვანი გარსის დისტროფია ქიმიოთერაპიის, ლაზერით იონიზირებული დასხივების შემდეგ;
- საშოს სიმშრალე პოსტმენოპაუზურ პერიოდში
- ესტროგენული უკმარისობა განვითარებული ბუნებრივი ან სამედიცინო ჩარევით გამოწვეული მენოპაუზის შედეგად (ჰისტერექტომია, ოვარიოექტომია),
ასევე, კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ.
გამოყენების წესი
ვაგინალურად. შეყვანამდე საჭიროა ხელების დაბანა, ვაგინალური სანთლის გამონთავისუფლება (შეფუთვის მაკრატლით გაჭრის გზით). ვაგინალური სანთელი შეიყვანება ღრმად საშოში. თუ ვაგინალური სანთელი ძალიან რბილია, საჭიროა მისი წინასწარ გაციება რამდენიმე წუთის განმავლობაში მაცივარში ან ცივ წყალში (პლასტიკის შეფუთვიდან მის გამოთავისუფლებამდე). ჩვეულებრივ, დოზირება შეადგენს ერთი ვაგინალური სანთელი დღეში, საღამოს ძილის წინ (ან ექიმის მითითების შესაბამისად). არ შეიძლება შიგნით მიღება.
გვერდითი მოქმედება
სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.
უკუჩვენება
-მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
ადგილობრივი გამოყენების საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები, ასეთ შემთხვევებში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
საჭიროა თავის არიდება თვალებთან კონტაქტისგან.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, ვაგინალური სანთელი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზა
არ გამოვლენილა.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
5 ვაგინალური სანთელი პოლივინილქლორიდის და პოლიეთილენის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
2 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენაზე თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!@
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
5552
ჯენერიკი
ჰიალურონის მჟ+ალოეს ზეთი+კალენდულას ზეთი+ცენტელას ზეთი+ჩაის ხის ზეთი