პროდუქტის შესახებ
პლაცენტა კომპოზიტუმი
შემადგენლობა: 2,2 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: Placenta suis D6, Embryo suis D8, Vena suis D8, Arteria suis D10, Funiculus umbilicalis suis D10, Hypophysis suis D10, Secale cornutum D4, Acidum sarcolacticum, (Acidum L-lacticum) D4, Tabacum D10, Strophantus gratus D4, Melilotus officinalis D6, Aesculus hippocastanum D6, Cuprum sulfuricum D6, Natrium pyruvicum D8, Barium carbonicum D13, Plumbum jodatum D18, Vipera berus D10, Solanum nigrum D6 შესაბამისად 22 მკლ.
ჩვენებები: სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადება, რომელიც პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევითაა გამოწვეული: ათეროსკლეროზი; ტროფიკული წყლული, ნაწოლები, შაქრიანი დიაბეტი, მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები: შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მომატებული ნერწყვდენა.
განსაკუთრებული მითითებები: პლაცენტა კომპოზიტუმი დადებით ზემოქმედებას ახდენს, ასევე, ენდოკრინული სისტემისა და ჰიპოფიზის ცხოველმყოფელობაზე. აღსანიშნავია ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულირება, სისხლძარღვთა კედლების მდგომარეობის გაუმჯობესება, კუნთების სპაზმის, კიდურების გაცივების თავიდან აცილება. პრეპარატში შემავალი მცენარეული კომპონენტების მეშვეობით ხდება არტერიული წნევის მოწესრიგება, მიოკარდიუმის მდგომარეობის გაუმჯობესება. პრეპარატი, ასევე, ეფექტურია ფეტო-პლაცენტარული უკმარისობის და ალოპეციისას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
35279
ბრენდი
ბიოლოგიშ ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ
ჯენერიკი
ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი!