/images/logo_ka.svg
ადაზალ ნეო ტაბლეტი 400მგ #1

ადაზალ ნეო ტაბლეტი 400მგ #1

უზბეკეთი

რემედი ჯგუფი

გამოიყენება ასკარიდოზის, ტრიქოცეფალოზის, ენტერობიოზის, შერეული ინვაზიების, ტრიქინელოზის დროს.

პროდუქტის შესახებ

ადაზალ ნეო ტაბლეტი 400მგ

შემადგენლობა:

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ალბენდაზოლი 200 მგ და ალბენდაზოლი 400 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, პოლიპლასიდონი XL, პოლივინილპირალიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

გარსი: ჰიდროქსიმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 20000, ტიტანიუმის დიოქსიდი.


ჩვენება:

​ადაზალი მაღალეფექტური პოლივალენტური მოქმედების ანტიპარაზიტული პრეპარატია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არსებული ჰელმინთოზების უმრავლესობის სამკურნალოდ:
ნემატოდოზები:

  • ასკარიდოზი, გამომწვევი Ascaris lumbricoides (მრგვალი ჭია);
  • ტრიქოცეფალოზი, გამომწვევი Trichocephalus trichiurus (თავგარსა);
  • ენტერობიოზი, გამომწვევი Enterobius vermicularis (მახვილა);
  • ანკილოსტომიდოზები, გამომწვევები Ancylostoma duodenale და Necator americanus;
  • ტრიქინელოზი, გამომწვევი Trichinella spiralis;
  • ტოქსოკაროზი, გამომწვევი Toxocara canis;
  • სტრონგილოიდოზი, გამომწვევი Strongiloides stercoralis (ნაწლავის ჭია);

ქსოვილოვანიცესტოდოზები:

  • ცისტიცერკოზი, გამომწვევი Taenia solium-ის (ლენტისებრი ჭია) ლარვის სტადია;
  • ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ჰიდატიდური ექინოკოკოზი, გამომწვევი Echinococus granulosus-ის ლარვის სტადია (ლენტისებრი ჭია);
  • დამხმარე საშუალების სახით ალვეოლური ექინოკოკოზის ქირურგიული მკურ-ნალობის დროს;
  • შერეული ინვაზიები, გამოწვეული ჰელმინთებით;
  • ლამბლიოზი, გამომწვევი Giardia lamblia.


უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და ბენზიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ;
  • თვალის ბადურის პათოლოგიები;
  • ორსულობა;
  • ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება).


დოზირება:

​პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სპეციალური მომზადება და დიეტა საჭირო არ არის.
პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად, ინვაზიის სახეობისა და პაციენტის სხეულის წონის მიხედვით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 800 მგ.
ასკარიდოზის, ტრიქოცეფალოზის დროს 60 კგ და მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებს ადაზალი ენიშნებათ დოზით 400 მგ დღე-ღამეში ერთ ან 2 მიღებად; ხოლო 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებს - 15 მგ/კგ დღე-ღამეში ორ მიღებად.

ენტერობიოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 5 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად. 14 დღის შემდეგ მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს იმავე დოზითა და რეჟიმით.
სტრონგილოიდოზის, ანკილოსტომიდოზის დროს ადაზალი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის განმეორება იმავე დოზით.

ტრიქინელოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად 7-10 დღის განმავლობაში.
ტოქსოკაროზის დროს ადაზალი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში. საჭიროა მკურნალობის კურსის განმეორება 14-30 დღიანი ინტერვალით.

ჰიდატიდური ექინოკოკოზის დროს მკურნალობა მიმდინარეობს ნორმალური ლაბორატორიული მაჩვენებლების არსებობისას. ადაზალი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-3 მიღებად.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 28 დღიანი 3 ციკლი 14 დღიანი შესვენებებით ციკლებს შორის.
ცისტიცერკოზის დროს ადაზალი ინიშნება დოზით 15 მგ/კგ წონაზე 3 მიღებად. კურსის ხანგრძლივობა 28-30 დღე.
ლამბლიოზის დროს ადაზალი ინიშნება 400 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში.


შენახვა:

​ინახება 15-25 C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რემედი ჯგუფი
ქვეყანა
უზბეკეთი
ჯენერიკი
ალბენდაზოლი
დოზა
400მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
1
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat