/images/logo_ka.svg
ალოპურინოლი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #25
ალოპურინოლი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #25

ალოპურინოლი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #25

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი

ალოპურინოლი ნორმონი გამოიყენება პოდაგრის და სხვა მდგომარეობების პრევენციისათვის, რომლებიც გამოწვეულია შარდმჟავის ჭარბი რაოდენობით ორგანიზმში.

პროდუქტის შესახებ

ალოპურინოლი ნორმონი ტაბლეტი 100მგ

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერებაა ალოპურინოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ალოპურინოლს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენება:

ალოპურინოლი ნორმონი გამოიყენება პოდაგრის და სხვა მდგომარეობების პრევენციისათვის, რომლებიც გამოწვეულია შარდმჟავის ჭარბი რაოდენობით ორგანიზმში, როგორიცაა თირკმლის კენჭები და გარკვეული ტიპის თირკმლის დაავადებები ან მეტაბოლური დაავადებები.


მიღების წესი:

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
განკუთვნილია მხოლოდ შიგნით მისაღებად.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. ჩვეულებრივ მიიღება ერთხელ დღეში, ჩვეულებრივ ჭამის შემდეგ.
ჩვეულებრივ ექიმი მკურნალობას იწყებს ალოპურინოლის დაბალი დოზით (როგორიცაა 100 მგ/დღე), შესაძლო გვერდითი მოვლენების რიკის შესამცირებლად. საჭიროების შემთხვევაში დოზა იზრდება.

რეკომენდებული დოზებია:
მოზრდილები:
ალოპურინოლის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 100 - 300 მგ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 900 მგ-მდე დღეში ინდივიდუალურად. ამ შემთხვევაში და თუ ვითარდება კუჭის დისკომფორტი, რეკომენდებულია დოზა გაიყოს დღეში რამდენიმე მიღებად და მიღებულ იქნას საკვებთან ერთად.

15 წლამდე ასაკის ბავშვები:
ბავშვებში მედიკამენტის რეკომენდებული დოზაა 100 - 400 მგ დღეში.

ხანდაზმულები:
ექიმის დანიშნავს ალოპურინოლის უმცირეს შესაძლო დოზა შარდმჟავას დონის შესამცირებლად და სიმპტომების გასაკონტროლებლად.
ღვიძლის და თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტები
თუ პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები აქვს, ექიმი დანიშნავს ალოპურინოლის უმცირეს შესაძლო დოზას შარდმავის დონის დასაქვეითებლად და სიმპტომების გასაკონტროლებლად. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდებულია 100 მგ-ზე ნაკლები დღეში ან 100 მგ დოზა ერთ დღეზე მეტი ინტერვალებთ. თუ პაციენტს უტარდება დიალიზი კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, ექიმი დანიშნავს 300 ან 400 მგ-ს, რომელიც მიღებულ უნდა იქნას დიალიზის შემდეგ მაშინათვე.


ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება:

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ალოპურინოლის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
ალოპურინოლი გამოიყოფა დედის რძეში. ალოპურინოლი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.


ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა:

მედიკამენტმა შეიძლება დააზიანოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარი გვერდითი მოვლენების გამო (ძილიანობა, თავბრუსხვევა და კოორდინაციის დარღვევა).
დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტი დარწმუნებული არ არის, რომ პრეპარატი არ ზღუდავს მის უნარებს.


ალოპურინოლი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას:

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა.

შენახვის წესი:

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ალოპურინოლი
დოზა
100მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
25
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | ალოპურინოლი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #25