/images/logo_ka.svg
ამელოტექსი-ნიუ სანთელი რექტალური 15მგ #6
ამელოტექსი-ნიუ სანთელი რექტალური 15მგ #6

ამელოტექსი-ნიუ სანთელი რექტალური 15მგ #6

რუსეთის ფედერაცია

ფარმფირმ სოტექსი

გამოიყენება სიმპტომატური თერაპიისთვის, ტკივილისა და ანთების შესამცირებლად გამოყენების მომენტისთვის, დაავადების პროგრესირებაზე გავლენას არ ახდენს.

პროდუქტის შესახებ

ამელოტექსი-ნიუ სანთელი რექტალური 15მგ

შემადგენლობა:

​1სუპოზიტორი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: მელოქსიკამი 15,0 მგ
დამხმარე ნივთიერებებს: მყარი ცხიმი (Суппосир ВР) 1628,5 მგ , მაკროგოლის გლიცერილჰიდროქსისტეარატი 16,5 მგ


ჩვენებები:

  • ოსტეოართროზი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება).

დანიშნულია სიმპტომატური თერაპიისთვის, ტკივილისა და ანთების შესამცირებლად გამოყენების მომენტისთვის, დაავადების პროგრესირებაზე გავლენას არ ახდენს.


უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;
  • უკუნაჩვენებია აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდგომ პერიოდში;
  • გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;
  • ბრონქიალური ასთმის, ცხვირისა და პარანაზალური სინუსების რეციდივირებადი პოლიპოზის სრული ან უსრული შეთავსება და აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (მ.შ. ანამნეზში) აუტანლობა;
  • კუჭის ან 12-გოჯანაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზოიულ-წყლულოვანი ცვლილებები, მწვავე ჰემორაგიული გასტრიტი, კუჭნაწლავის აქტიური სისხლდენა;
  • ნაწლავების ანთებითი დაავადებები გამწვავების ფაზაში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
  • ცერებროვასკულარული სისხლდენა ან სხვა სისხლდენები;
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის აქტიური დაავადება;
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა ავადმყოფებში, რომლებიც არ ექვემდებარება დიალიზს (კრეატინინის კლირენსი (კკ) 30 მლ/წთ ნაკლები), თირკმელების პროგრესირებადი დაავადებები, მ.შ. დადასტურებული ჰიპერკალიემია;
  • ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი;
  • 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სუპოზიტორები არ უნდა გამოიყენებოდეს პაციენტებში სწორი ნაწლავის ან ანუსის რაიმე ანთებითი დაავადებით, ან ახლო წარსულში სწორი ნაწლავიდან ან ანუსიდან სისხლდენის მქონე პაციენტებში.


გამოყენების წესი და დოზები:

რექტალურად, სუპოზიტორის კონტურული შეფუთვიდან გამოთავისუფლების შემდეგ, შეიყვანება ღრმად ანუსში. სუპოზიტორის გამოყენების წინ რეკომენდებულია ნაწლავების დაცლა.

დოზირების რეკომენდებული რეჟიმი:
რევმატოიდული ართრიტი: 15მგ დღე-ღამეში. მკურნალობის ეფექტზე დამოკიდებულებით დოზა შეიძლება შემცირდეს 7,5 მგ-მდე დღე-ღამეში.

ოსტეოართროზი:7,5 მგ დღე-ღამეში. აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე დღე-ღამეში.

ანკილოზირებადი სპონდილიტი: 15 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის ეფექტზე დამოკიდებულებით დოზა შეიძლება შემცირდეს 7,5 მგ-მდე დღე-ღამეში.
რექტალური სუპოზიტორების გამოყენება რეკომენდებულია დოზით 7,5 მგ ერთხელ დღეში. უფრო მძიმე შემთხვევებში, სუპოზიტორების გამოყენება შესაძლებელია დოზით 15 მგ. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ.
პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს რექტალურად, რაც შესაძლებელია მოკლე დროის განმავლობაში, ადგილობრივი ტოქსიკურობის რისკსა და პრეპარატის სისტემურ მოქმედებასთან დაკავშირებული რისკის შეჯამების გათვალისწინებით.
პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ გვერდითი ეფექტების განვითარების გაზრდილი რისკი, აგრეთვე თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ დღე-ღამეში.
კომბინირებული გამოყენება
ტაბლეტების სახით, სუპოზიტორების, ინექციისა და სხვა სამკურნალო ფორმით გმოყენებული მელოქსიკამის დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ.


შენახვის პირობები:

მშრალ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 C.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმფირმ სოტექსი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
მელოქსიკამი
დოზა
15მგ
ფორმა
სანთელი რექტალური
რაოდენობა შეფუთვაში
6
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat