გაინტერესებთ არკოქსია 120 ფასი? იხილეთ მედიკამენტის სრული ანოტაცია, გამოყენების წესები. გაეცანით სამედიცინო ინფორმაციას
ეტორიკოქსიბი (Etoricoxib)
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (NSAID).
გარსით დაფარული ტაბლეტები:
60 მგ - მწვანე ფერის.
90 მგ - თეთრი ფერის.
120 მგ - ღია მწვანე ფერის.
ეტორიკოქსიბი წარმოადგენს ციკლოოქსიგენაზა-2-ის (COX-2) სელექტიურ ინჰიბიტორს. თერაპიულ კონცენტრაციებში აბლოკირებს პროსტაგლანდინების წარმოქმნას და ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით.
სელექტიურად COX-2-ის დათრგუნვას ეტორიკოქსიბით თან ახლავს ანთებით პროცესებთან დაკავშირებული კლინიკური სიმპტომების შემცირება, ისე, რომ ამ დროს არ აღინიშნება გავლენა თრომბოციტებზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანზე.
ეტორიკოქსიბს COX-2-ის ინჰიბირებაზე აქვს დოზადამოკიდებული ეფექტი. ის არ ახდენს გავლენას COX-1-ზე დღეღამური 150 მგ-მდე დოზით გამოყენებისას. პრეპარატი გავლენას არ ახდენს კუჭის ლორწოვან გარსში პროსტაგლანდინების გამომუშავებაზე და სისხლდენის დროზე. ჩატარებულ გამოკვლევებში არ აღინიშნა არაქიდონის მჟავის დონის და კოლაგენით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება.
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სრული ან არასრული შეთანწყობა ბრონქულ ასთმასთან, ცხვირის რეციდიული პოლიპოზი.
აცეტილსალიცილის მჟავის აუტანლობა ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების აუტანლობა (მათ შორის ანამნეზში).
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, კუჭ-ნაწლავიდან აქტიური სისხლდენა.
ცერებროვასკულარული ან სხვა სახის სისხლდენა.
ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი) გამწვავების ფაზაში.
ჰემოფილია და სხვა სახის სისხლის შედედების დარღვევა.
გულის გამოხატული უკმარისობა (NYHA II-IV).
ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (9 ბალზე მეტი CHILD-PUGH-ის შკალის მიხედვით) ან ღვიძლის აქტიური დაავადება.
თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი $<30 \text{ მლ/წთ}$), თირკმელების პროგრესირებადი დაავადება.
დადასტურებული ჰიპერკალიემია.
აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი.
პერიფერიული არტერიების დაავადება, ცერებროვასკულური დაავადება.
კლინიკურად გამოხატული გულის იშემიური დაავადება.
მყარი არტერიული ჰიპერტენზია, $140/90 \text{ მმ.ვწყ.სვ.-ზე}$ მეტი არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია.
ორსულობა, ლაქტაცია; 16 წლამდე ბავშვთა ასაკი.
შენიშვნა: პრეპარატმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქალების ფერტილობაზე და ამიტომ არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.