/images/logo_ka.svg
დექსალგინი ტაბლეტი 25მგ #10

დექსალგინი ტაბლეტი 25მგ #10

გერმანია

ბერლინ-ჰემ მენარინი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება – მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად.

პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა

დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით.

ჩვენებები

გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის მწვავე ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის ხანმოკლე კურსით, მაგალითად, კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილის, მენსტრუაციის დროს ტკივილის (ალგომენორეის), კბილის ტკივილის დროს.

დოზირება და მიღების წესი

ყოველთვის მიიღება ექიმის მითითებით. რეკომენდირებულია თითო ტაბლეტის მიღება ყოველ 8 საათში, არაუმეტეს 3 ტაბლეტისა დღეში. ხანდაზმულებში ან პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დაავადებებით, დოზირება შეადგენს არაუმეტეს 2 ტაბლეტისა დღეში. ხანდაზმულებში კარგი ამტანობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 3 ტაბლეტამდე დღეში.

უკუჩვენებები

ალერგია დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ; ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ გამოვლენილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი, ცხვირის პოლიპები, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება ან ხიხინი გულმკერდის არეში; სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა წარსულში კეტოპროფენის ან ფიბრატების მიღები ფონზე. წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევა; ტკივილის გამო მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან განვითარებული სისხლდენა ან პერფორაცია; ანთებითი ხასიათის ნაწლავების ქრონიკული დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი; გულის გამოხატული უკმარისობა, თირკმლების ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა; მომატებული სისხლდენების რისკი ან სისხლის შედედების დარღვევა; ძლიერი გაუწყლოება ღებინების, ფაღარათის ან არასაკმარისი სითხის მიღების გამო; ორსულობის მესამე ტრიმესტრი ან ძუძუთი კვება; 18 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ორსულობის I და II ტრიმესტრში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბერლინ-ჰემ მენარინი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
დექსკეტოპროფენი
დოზა
25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat