დექსკეტოპროფენი ნორმონი გრანულა ხსნარის მოსამზადებლად 25მგ პაკეტი #20
დექსკეტოპროფენი ნორმონი გრანულა ხსნარის მოსამზადებლად 25მგ პაკეტი #20

დექსკეტოპროფენი ნორმონი გრანულა ხსნარის მოსამზადებლად 25მგ პაკეტი #20

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა დექსკეტოპროფენი.

ჩვენება: გამოიყენება მწვავე მსუბუქიდან ზომიერამდე ტკივილის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა მაგალითად, კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი (დისმენორეა), კბილის ტკივილი.

უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული დექსკეტროპროფენი ტრომეტამოლის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტი ალერგიულია აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიმართ; აქვს ასთმა ან ჰქონია ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანის ანთების ხანმოკლე პერიოდი), ცხვირის პოლიპები (ალერგიით გამოწვეული ხორცოვანი წარმონაქმნები ცხვირის შიგნით), ურტიკარია (კანზე გამონაყარი), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან ხიხინი გულმკერდში აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ; თუ პაციენტს ჰქონდა მზის სინათლის ზემოქმედებით კანის გაწითლების ან წვის სპეციფიკური ფორმა, კეტოპროფენის ან ფიბრატების მიღების დროს; თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა წარსულში პეპტიური წყლული, კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა, ან თუ აქვს საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები (მაგალითად, მოუნელებლობა ან გულძმარვა); თუ წარსულში ჰქონდა კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია, გამოწვეული მანამდე ტკივილის გამო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით; თუ პაციენტს აქვს ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი); თუ აქვს გულის მწვავე უკმარისობა, ზომიერიდან და მძიმემდე თირკმელების უკმარისობა ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა; თუ აქვს დარღვევები სისხლდენით ან სისხლის შედედების დარღვევები; თუ აქვს მძიმე დეჰიდრატაცია, ღებინების, დიარეის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო; თუ პაციენტი არის ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ლაქტაციის პერიოდში; თუ არის 18 წლამდე ასაკის.

ბავშვები და მოზარდები : აღნიშნული პრეპარატი არ მიიღება 18 წლამდე ასაკის პირებში.

მიღების წესი: დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ტკივილის ტიპის, სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით.
ზოგადად, რეკომენდებული დოზაა 1 საშეტი (25მგ დექსკეტროპროფენი) ყოველ 8 საათში, დღეში არაუმეტეს 3 საშეტი (75მგ). თუ პაციენტი არის ხანდაზმული ან აქვს თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები, რეკომენდებული საწყისი დოზაა მაქსიმუმ 2 საშეტი დღეში (50მგ). ხანდაზმულ პაციენტებში ეს საწყისი დოზა შემდგომში შეიძლება გაიზარდოს ზოგადი რეკომენდებული დოზის შესაბამისად (75მგ დექსქტოპროფენი), თუ დექსკეტოპროფენი ნორმონი კარგად აიტანება.
თუ პაციენტის ტკივილი ინტენსიურია და საჭიროებს სწრაფად გაყუჩებას, საშეტები მიიღება უზმოზე (ჭამამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე), რადგან ისინი უფრო ადვილად შეიწოვება.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილა, 30C- ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
დექსკეტოპროფენი
დოზა
25მგ
ფორმა
გრანულა ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
პაკეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი