ჩვენებები: • ძლიერი ანთებითი და მტკივნეული პროცესები, განსაკუთრებით ნევრიტული კომპონენტით.
• სახსრებისა და ექსტრა-სახსრების რევმატული დაავადებები.
• ფიბრომიალგია. მიალგია.
• ზურგის ტკივილი.
• იშიაზი.
• ტრავმასთან დაკავშირებული ტკივილი.
• მყესების დაჭიმვა.
დოზირება და მიღების წესი
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმის გადაწყვეტილებით და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით. საშუალო რეკომენდებული დოზებია:
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ:
1-2 ფლაკონი დღეში, კუნთებში.
მიღების წესი
ინექციის ადგილას დისკომფორტის ან ადგილობრივი არასასურველი რეაქციების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ინექციის შეყვანის წესების მკაცრად დაცვა, კერძოდ:
• ფრთხილად გაასუფთავეთ ინექციის ადგილი;
• შეინარჩუნეთ სისუფთავე პროდუქტის მოხმარების მთელ პერიოდში;
• შეიყვანეთ ინექცია რაც შეიძლება ღრმად.
• ინექცია შეიყვანეთ ნელა.
• ნაზად დაზილეთ ინექციის უბანი, რათა სითხე კარგად განაწილდეს.
უკუჩვენებები: ანამნეზში ალერგია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აქტიური წყლული. ღვიძლის მძიმე დაავადება და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობა. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა. მძიმე ჰიპერტენზია. ასთმის მქონე პაციენტები ანამნეზში ასთმის მწვავე შეტევებით, რინიტი ან გამონაყარი გამოწვეული აცეტილსალიცილმჟავათი ან პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატებით. აქტიური ტუბერკულოზი, სისტემური მიკოზი.
ვირუსული დაავადებები. აქტიური გლომერულონეფრიტი. მწვავე ფსიქოზი. ოსტეოპოროზი, ღვიძლის პურპურა. ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობა:
განსაკუთრებით ორსულობის ბოლო ტრიმესტრში თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვის რისკის გამო.
შეინახეთ არა უმეტეს 25C-ზე. არ შეინახოთ მაცივარში.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.