იბუპროფენი დენკი ტაბლეტი 600მგ #20
იბუპროფენი დენკი ტაბლეტი 600მგ #20

იბუპროფენი დენკი ტაბლეტი 600მგ #20

გერმანია

დენკ ფარმა
პროდუქტის შესახებ

იბუპროფენ დენკ 600-ის შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის იბუპროფენი. აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 600მგ იბუპროფენს. სხვა ინგრედიენტებია: ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 6000, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური ჰიდრატირებული სილიციუმი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.

ჩვენებები: მწვავე არტრიტი (მათ შორის პოდაგრა); ქრონიკული ართრიტი, განსაკუთრებით რევმატოიდული არტრიტი (ქრონიკული პოლიარტრიტი); მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებითი დაავადებები; სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული დაავავდებების (ართროზი და სპონდილოართროზი) გამწვავება; რბილი ქსოვილების რევმატიზმი; პოსტტრავმული მტკივნეული შეშუპება და ანთება.

უკუჩვენება: იბუპროფენის ან ამ მედიკამენტში შემავალი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში; თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება, აცეტილსალიცინის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ განვითარებული ასთმა, რინიტი ან რეაქციები კანის მხრივ. სისხლმბადი სისტემის აუხსნელი დარღვევების დროს; თუ ამჟამად ან წარსულში არაერთგზის გამოვლინდა კუჭის-თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული) ან სისხლდენა (წყლულის ან სისხლდენის დადასტურების 2 ან მეტი სხვადასხვა ეპიზოდი); თუ ანამნეზში აღინიშნება გასტროინტენსტინალური სისხლდენა ან პერფორაცია, რაც დაკავშირებულია არასტეროიდული ანტირევმატიული- ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატების მიღებასთან (NSAID); ქალაშიდა სისხლდენის (ცერებროვასკულარული სისხლდენა) ან სხვა აქტიური სისხლდენების შემთხვევაში; ღვიძლის ან თირკმელების მწვავე დისფუნქციის შემთხვევაში; გულის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში; ორსულობის მესამე ტრიმესტრში; 15 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია, როდესაც იბუპროფენ დენკ 600 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიღება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ გარემოებებში (მაგალითად, ხანგრძლივი ინტერვალებით ან დაბალი დოზებით და სამდიცინო ზედამხედველობის ქვეშ) განსაკუთრებული სიფრთხილით. აღნიშნულის შესახებ უნდა მიემართოს ექიმს. აღნიშნული ასევე ეხება იმ შემთხვევებსაც, თუ მსგავსი მოვლენები წარსულშიც გამოვლენილა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს რომ შეიძლება იყოს ორსულად, ან აპირებს დაორსულებას აღნიშნული მედიკამეტის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენკ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
იბუპროფენი
დოზა
600მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი