შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: კეტოპროფენი 150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა #30
ჩვენებები: რევმატული დაავადებების მკურნალობა: კეტოპროფენი ხსნის ტკივილს სახსრებში და ამცირებს სახსრების შეშუპებას. ამცირებს ანთებას სხვადასხვა რევმატული დაავადებების დროს: - რევმატოიდული ართრიტი - სერონეგატიური სპონდილოართრიტი (მაანკილოზირებელი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი და პოსტინფექციური რეაქტიული ართრიტი) - წითელი ქარი, ფსევდო წითელი ქარი - ოსტეოართრიტი - არასახსროვანი ართრიტი (ტენდინიტი, ბურსიტი და მხარის სახსრის კაფსულიტი) ამცირებს სხვადასხვა წარმოშობის ტკივილს, როგორიცაა: - პოსტტრავმული ტკივილი (მაგ., სპორტული ტრავმები, კუნთების ან მყესების დაჭიმულობა და გადაძაბვა, ამოვარდნილობები, დაზიანებები და დაჭიმულობები) - პოსტოპერაციული ტკივილი (მაგ., ტკივილი ორთოპედიული ოპერაციის შემდეგ) - ტკივილი ძვალზე მეტასტაზების არსებობისას ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში - მტკივნეული მენსტრუაცია
მიღების წესები და დოზები კეტონალ დუოს კაფსულების მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემცირება შესაძლებელია, თუ მაქსიმალურად მცირე დროში მიიღება უმცირესი დოზები. დაუშვებელია დოზის შეცვლა და მკურნალობის შეწყვეტა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. კეტონალ დუოს კაფსულების ჩვეულებრივი დოზა შეადგენს დღეში ერთ კაფსულას (150 მგ კეტოპროფენი). კაფსულები მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად (არანაკლებ 100 მლ წყალი ან რძე). საჭმლის მომნელებელ სისტემაზე კეტოპროფენის არასახარბიელო ეფექტების გამოვლენის რისკის შესამცირებლად ერთდროულად შეიძლება ანტაციდების (პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ კუჭში მარილმჟავას სეკრეციას) მიღება. კეტოპროფენის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. თუ პაციენტი შენიშნავს, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება კეტონალ დუო არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: - თუ პაციენტი ალერგიულია კეტოპროფენის ან ამ სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ. - თუ პაციენტს ადრე აღენიშნებოდა ასთმა, ჭინჭრის გამონაყარი ან ალერგიული რეაქციები, რომლებიც გამოწვეული იყო კეტოპროფენით ან მსგავსი აქტიური ნივთიერებებით, როგორიცაა სხვა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან სალიცილატები (მაგ. ასპირინი). - თუ პაციენტს აღენიშნება გულის მწვავე უკმარისობა. - თუ პაციენტი ემზადება აორტაკორონარული შუნტირების ოპერაციისათვის ან მას ახალი გაკეთებული აქვს ამგვარი ოპერაცია. - თუ პაციენტს განუვითარდა საჭმლის მონელების მოშლა, თუ ადრე აღენიშნებოდა დისკომფორტი ან ტკივილი კუჭის ზედა ნაწილში (ქრონიკული დისპეფსია). - თუ პაციენტს აქვს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე წყლული, ან თუ ადრე აღენიშნებოდა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, დაწყლულება ან პერფორაცია. - თუ პაციენტს აღენიშნება კუჭ-ნაწლავური, ცერებროვასკულარული ან სხვა სახის მწვავე სისხლდენა. - თუ პაციენტი წინასწარგანწყობილია სისხლდენის მიმართ. - თუ პაციენტს აწუხებს თირკმლების მწვავე დაავადება. - თუ პაცინეტს აღენიშნება ღვიძლის მწვავე დაავადება. - თუ პაციენტს აქვს ასთმა ან რინიტი. - თუ პაციენტი იმყოფება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. - თუ პაციენტი 15 წლამდე ასაკისაა. აფთიაქში გაცემის წესი გაიცემა რეცეპტის გარეშე. შენახვის პირობები და ვადები ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება თავდაპირველ შეფუთვაში არაუმეტეს 25C-ზე.