/images/logo_ka.svg
კლოდიფენი გელი 5% 45გრ ტუბი #1

კლოდიფენი გელი 5% 45გრ ტუბი #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.

კლოდიფენი მალამო და გელი ამცირებს ტკივილს, ანთებას და სიმძიმის შეგრძნებას, ეფექტურია სახსრებისა და კუნთების მოვლისთვის.

პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა

1გ გელი შეიცავს 50მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

ჩვენება

  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები:

    • რევმატოიდული ართრიტი

    • ფსორიაზული ართრიტი

    • იუვენილური ქრონიკული ართრიტი

    • ანკილოზებელი სპონდილიტი

    • რბილი ქსოვილების რევმატული დაზიანება

    • პოდაგრული ართრიტი

  • ხრტილების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმებით გამოწვეული ანთება (გაჭიმვის, დატვირთვისა და დაზიანებისას)

  • ნევრალგია, მიალგია

უკუჩვენება

  • მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ

  • აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა NSAID–ის აუტანლობა

  • ბრონქული ასთმა, ცხვირის ან ცხვირის ახლო ღრუების მორეციდივე პოლინოზი

  • ორსულობა (III ტრიმესტრი)

  • ლაქტაციის პერიოდი

  • ბავშვთა ასაკი (14 წლამდე)

  • კანის საფარის მთლიანობის დარღვევა

დოზირება

მოზრდილები და 14 წლის ზემოთ მოზარდები:

  • დაისვით გელი 3–4 ჯერ დღეში, ნელი მასაჟით დაზიანებულ კანს

  • ჩვეულებრივი დოზა: 2–4გ (6–12 სმ გელის შესაბამისი)

  • მაქსიმალური დოზა: 16გ დღეში

  • შესაძლოა მსუბუქი სიგრილის შეგრძნება გამოყენებისას

ორსულობა და ლაქტაცია

  • III ტრიმესტრში ორსულობა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება უკუნაჩვენებია

განსაკუთრებული მითითებები

  • გამოიყენება მხოლოდ არაზიანებულ კანს

  • ოკლუზიური საცხის გამოყენება საჭირო არ არის

  • არ მიექცეს თვალებს, ლორწოვან გარსს ან ღია ჭრილობებს

  • მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის

შენახვის წესი

  • ინახება 25°C–ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

გაცემის წესი

  • ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
დიკლოფენაკი
დოზა
5%
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
45გრ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat