/images/logo_ka.svg
ტრაუმელი ხსნარი საინექციო 2.2მლ ამპულა #5
ტრაუმელი ხსნარი საინექციო 2.2მლ ამპულა #5

ტრაუმელი ხსნარი საინექციო 2.2მლ ამპულა #5

გერმანია

ბიოლოგიშ ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ

პროდუქტის შესახებ
ჰომეოპათიური პრეპარატი
შემადგენლობა:
1 ამპულა 2.0 მლ (=2.0 გ) შეიცავს:
Arnica montana D 2-2.2 mg, Calendula officinalis D 2- 2.2 mg
Chamomilla recutita D 3- 2.2 mg, Symphytum officinale D 6- 2.2 mg,
Achillea millefolium D 3- 2.2 mg, Atropa bella-donna D 2- 2.2 mg,
Aconitum napellus D 2- 1.32 mg, Bellis perennis D 2- 1.1 mg,
Hypericum perforatum D 2- 0.66 mg, Echinacea D 2-0.55 mg,
Echinacea purpurea D 2- 0.55 mg, Hamamelis virginiana D 1- 0.22 mg
Mercurius solubilis Hahnemanni D 6- 1.1 mg, Hepar sulfuris D 6- 2.2 mg
შემავსებლები:
საინექციო წყალი 2,179,10 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 19,4 მგ

ჩვენება:
დაზიანებები, როგორიცაა დაჭიმულობა, კონტუზია, სისხლდენა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები; რბილი ქსოვილების პოსტ-ოპერაციული და პოსტ-ტრავმული შეშუპება და გასიება; ანთებითი პროცესები და დეგენერაციული პროცესები, დაკავშირებული სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებასთან, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით (ტენოსინოვიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი); ბარძაყის, მუხლისა და მცირე სახსრების ართროზი; ტვინის შერყევა.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელ კომპონენტების მიმართ მაგ. (არნიკას, გვირილას, აცჰილლეა მილლეფოლიუმ ან გვირილას ოჯახის (შემადგენელი) სხვა მცენარეების მიმართ) . ექინაცეა არ უნდა იყოს გამოყენებული პროგრესიული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია ან ლეიკემიის მსგავსი დაავადებები. დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი დაავადების (კოლაგენური დაავადების), აუტოიმუნური დაავადებების, მრავლობითი სკლეროზის, შიდსის, აივ ინფექციის ან სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს.
2 წლამდე ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.
განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:
არა საკმარისი დოკუმენტირებული მონაცემების გამო ამ პროდუქციის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არი რეკომენდებული .
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სიმპტომების გახანგრძლივების ან/და გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. გვერდითი ეფექტი:
მომატებული მგრძნობელობა შემავალ კომპონენტების მიმართ. შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი ალერგიური რეაქცია ინექციის ადგილას. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები კანზე (სიწითლე, გასიება და პრურიტი), რა შემთხვევაშიც პროდუქციის მიღება უნდა შეწყდეს. Echinacea-ს ექსტრაქტის შემცველი პროდუქციით მკურნალობის დროს შემჩნეული იქნა გამონაყარი კანზე და ქავილი (პრურიტი), ხოლო იშვიათ შემთხვევებში სახის გასიება, სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე), თავბრუსხვევა და წნევის დაცემა. მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერსალივაცია , ამ შემთხვევაშიც უნდა შეწყდეს პროდუქციის მიღება.
წამალთშორისი ურთიერთქმედება:
ცნობილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი:
მწვავე დარღვევებისას 1 ამპულა ყოველდღე,
სტანდარტული სქემა კვირაში 1-3-ჯერ 1-2 ამპულა კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში, პერიატრიკულარულად.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიოლოგიშ ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი!
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
მოცულობა
2.2მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
ვებსაიტი იყენებს cookie ფაილებს
მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
chat