საერთაშორისო დასახელება - chondroitin sulfate კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები → პროტეოგლიკანების ბიოსინთეზის სტიმულატორები
შემადგენლობა ქონდროიტინ სულფატი – ქონდროპროტექტორი დიმეთილსულფოქსიდი – დერმატოპენეტრანტი ქონდროიტინ სულფატი – ეს არის ბუნებრივი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდი, რომელიც მიიღება მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ხრტილისაგან. ქონდროიტინ სულფატი – წარმოადგენს ძირითად “საშენ მასალას” სახსრების ხრტილოვანი ქსოვილისა და ხერხემლის დისკებისათვის
ჩვენებები ხერხემლის ოსტეოქონდროზისა და პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა. ქონდროქსიდი – ის გელის ძირითადი თერაპიული ეფექტები • ამცირებს ტკივილს სახსრებსა და ხერხემალში; • აუმჯობესებს მოძრაობას სახსარსა და ხერხემალში; • ამცირებს რეციდივების სიხშირეს. ქონდროქსიდი გელის უპირატესობა • უზრუნველყოფს სამკურნალო ნივთიერების კმიტანასლ უშუალოდ ანთებით კერაში. • უზრუნველყოფს ქონდროიტინ სულფატის შედარებით ინტენსიურ მიწოდებას, ვიდრე პერორალური ფორმები. ბიოშეღწევადობა ქონდროიტინ სულფატის პერორალური მიღებისას 13%, ხოლო გარეგანი გამოყენებისას 20-40% (1) • დიმეთილსულფოქსიდს, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში გააჩნია დამატებითი ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება • მკურნალობა მოსახერხებელია მომხმარებლისთვის • უმტკივნეულოა და თან ახლავს უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები
მიღების წესები და დოზები 2-3 ჯერ დღეში კანზე უშუალოდ დაზიანების კერაზე და 2-3 წთ განმავლობაში შეზელვა სრულ შეწოვამდე. მკურნალობის კურსი: – 2-3 კვირა პროფილაქტიკური კურსი: 2-3 ჯერ წელიწადში.