/images/logo_ka.svg
აბიზოლი ტაბლეტი  5მგ #28

აბიზოლი ტაბლეტი 5მგ #28

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი

აბიზოლი 5 მგ გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ, პირველი ტიპის ბიპოლარული აშლილობის ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების დროს.

პროდუქტის შესახებ

აბიზოლი ტაბლეტი 5მგ

შემადგენლობა:

​ყოველი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 5 მგ არიპიპრაზოლს, დამხმარე ნივთიერების სახით - 78.59 მგ მანიტოლს და საღებავის სახით - FD&C Blue №2 (ინდიგოკარმინის ლაქი) (E132).


ჩვენება:

აბიზოლი ინიშნება შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში.
აბიზოლი ინიშნება I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ და ახალი მანიაკალური ეპიზოდების პრევენციისთვის მოზრდილებში გამოხატული მანიაკალური ეპიზოდებით, რომლებიც ექვემდებარება მკურნალობას არიპიპრაზოლით.
აბიზოლი ინიშნება 12 კვირიანი მკურნალობის კურსის სახით I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).


დოზირება:

​​მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების ზუსტად დაცვით. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აბიზოლის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 - 15 მგ/დღე-ღამეში, შემანარჩუნებელი დოზით - 15 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. აბიზოლის ეფექტურობა ნაჩვენებია დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში. ეფექტურობის გაზრდა დღე-ღამეში 15 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, თუმცა ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ეფექტურობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.

სხვადასხვა მდგომარეობების მიხედვით იცვლება დოზირება, რის დაზუსტებასაც შეძლებთ თქვენს ექიმთან. 


შენახვა:

​პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°С-ზე, ორიგინალ შეფუთვაში.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნობელ ილაკ სანი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
არიპიპრაზოლი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat