დილოქსი ხსნარი საინექციო 50მგ/1მლ 2მლ ამპულა #5
დილოქსი ხსნარი საინექციო 50მგ/1მლ 2მლ ამპულა #5

დილოქსი ხსნარი საინექციო 50მგ/1მლ 2მლ ამპულა #5

საქართველო

ავერსი-რაციონალი
პროდუქტის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიოქსიდანტური საშუალება.
ჩვენება: • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა;
• ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმის შედეგები;
• დისცირკულატორული ენცეფალოპათია;
• ვეგეტატიური დისტონიის სინდრომი;
• ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტიური დარღვევები;
• შფოთვა ნევროტული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობების დროს;
• გულის იშემიური დაავადება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
• ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კუპირება (უპირატესად ნევროზის მსგავსი მდგომარეობები და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისფუნქციით მიმდინარე);
• მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით;
• მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
მიღების წესი და დოზირება:
დილოქსი შეჰყავთ ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად (ნაკადურად ან წვეთოვნად). საინფუზიო ხსნარი მზადდება პრეპარატის განზავებით ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. ნაკადურად დილოქსი შეიყვანება ნელა, 5-7 წუთის განმავლობაში, წვეთოვანი ინფუზიის შემთხვევაში - 40-60 წვეთი წთ-ში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1200 მგ-ს.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის დროს დილოქსი შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვნად 200-500 მგ 2-4-ჯერ დღე-ღამეში პირველი 10-14 დღის განმავლობაში, შემდეგ – ინტრამუსკულარულად 200-250 მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში 2 კვირის განმავლობაში.

ქალა-ტვინის ტრავმის და მისი შედეგების გამოვლენის შემთხვევაში დილოქსი ინიშნება ინტრავენურად წვეთოვნად 200-500 მგ 2-4-ჯერ დღე-ღამეში 10-15 დღის განმავლობაში.

დისცირკულატორული ენცეფალოპათიის დეკომპენსაციის ფაზაში დილოქსი შეიყვანება ინტრავენურად ნაკადურად ან წვეთოვნად 200-500 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში, შემდეგ – ინტრამუსკულარულად 100-250 მგ დღე-ღამეში შემდეგი 2 კვირის განმავლობაში.
დისცირკულატორული ენცეფალოპათიის პროფილაქტიკური კურსის ჩატარების მიზნით დილოქსი ინიშნება ინტრამუსკულარულად 200-250 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში.

მსუბუქი კოგნიტიური დარღვევების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში და მშფოთვარე მდგომარეობების დროს დილოქსი ინიშნება ინტრამუსკულარულად 100-300 მგ დოზით 14-30 დღის განმავლობაში.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს დილოქსი შეჰყავთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად 14 დღის განმავლობაში მიოკარდიუმის ინფარქტის კომპლექსური თერაპიის ფონზე.
პირველი 5 დღე-ღამის განმავლობაში, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვნად, შემდეგი 9 დღე-ღამის განმავლობაში შესაძლებელია ინტრამუსკულარულად შეყვანა.
ინტრავენურად პრეპარატი შეიყვანება ნელა (გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით), 100-150 მლ 30-90 წთ-ის განმავლობაში წვეთოვნად, NaCl-ის 0,9%-იან ან დექსტროზის (გლუკოზის) 5%-იან ხსნარში განზავებული. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ნაკადურად შეყვანა არანაკლებ 5 წთ-ის განმავლობაში.
დილოქსი შეჰყავთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად დღე-ღამეში 3-ჯერ 8 სთ-იანი ინტერვალის დაცვით. სადღეღამისო დოზა შეადგენს 6-9 მგ/კგ სხეულის მასაზე, ერთჯერადი დოზა შეადგენს 2-3 მგ/კგ სხეულის მასაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 800 მგ-ს, ერჯერადი დოზა კი – 250 მგ-ს.


უკუჩვენება:თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების მწვავე დარღვევა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; ბავშვთა ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ავერსი-რაციონალი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ეთილმეთილჰიდროქსიპირიდინი /მეთილეთილპირიდინოლი/
დოზა
50მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
მოცულობა
2მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი