ნეიროაქტივი კაფსულა 500მგ #15
ნეიროაქტივი კაფსულა 500მგ #15

ნეიროაქტივი კაფსულა 500მგ #15

ლიეტუვა

აკონიტუმი
პროდუქტის შესახებ
ნეიროაქტივი
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
შიგნით მისაღები კაფსულები
შემადგენლობა: თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ციტიკოლინის ნატრიუმი-500მგ ციტიკოლინის ექვივალენტი. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ფოსფატები, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი.

ჩვენებები: აღდგენის ვადების შემცირება გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმის და თავის ტვინზე ქირურგიული ოპერაციების დროს; მეხსიერების გაუმჯობესება, კონცენტრაციის უნარის გაზრდა, ადაპტაცია ინტელექტუალური დატვირთვების მიმართ; მეხსიერების შენარჩუნება და ნაწილობრივი აღდგენა თავის ტვინის ფუნქციების სისხლძარღვოვანი და-ან დეგენერაციული გენეზის დარღვევების მქონე ხანდაზმულებში; გადატანილი იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტების შედეგების კორექციისას.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ბად-ის შემადგენლობის მიმართ; ვაგოტონიით დაავადებულ პაციენტებში, ვეგეტაციური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ტონუსის სიჭარბე.

დოზირების რეჟიმი: ნეიროაქტივი მიიღება ჭამის დროს ან კვებათა შორის. მოზრდილებში 1 კაფსულას (500მგ ციტიკოლინი) 2-ჯერ დღეში, მაქსიმალური დოზა 4 კაფსულა. ხანდაზმულ პაციენტებში ნეიროაქტივის დოზის კორექცია საჭირო არ არის. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე და შეიძლება გაგრძელდეს 1,5-დან 3 თვემდე.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს ნეიროაქტივი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. ნეიროაქტივის დანიშვნისას ლაქტაციის პერიოდში ქალებმა უნდა შეწყვიტონ ლაქტაცია, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები რძეში ციტიკოლინის გამოყოფის შესახებ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი). ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცმული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები და გამოყენების თავისებურებანი: რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ შეიძლება. არ არის რეკომენდებული ციტიკოლინის მიღება მეკლოფენოქსატთან ერთდროულად. ციტიკოლინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია.

გამოშვების ფორმა: 15 კაფსულა.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოყენებამდე რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია.

წარმოებულია: ლედი ჰელსქეა ლლპ.-თვის, დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი: დსს აკონიტუმი, ლიეტუვა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აკონიტუმი
ქვეყანა
ლიეტუვა
ჯენერიკი
ციტიქოლინი
დოზა
500მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
15
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი