ტრუქსალი ტაბლეტი 25მგ #100

ტრუქსალი ტაბლეტი 25მგ #100

ლატვია

ლუნდბეკი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - chlorprothixene
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ფსიქოტროპული საშუალებები → ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები

შემადგენლობა
ქიმიური სახელწოდება: (Z) – 3 – ( 2 – ქლოროტიოქსანტენილიდენი – (9)) – N,N – დიმეთილპროპილამინი.
ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება – ქლორპროტიქსენის ჰიდროქლორიდი.
შემავსებლები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კოპოვიდონი, გლიცერინი 85%, მიკროკროსტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ოპადრაი OY-S-9478 ყავისფერი (E 172; E 171) RM 1030.
აღწერა
ტაბლეტები 25 მგ 50 მგ
ფორმა მრგვალი ორმაგად გამობურცული ოვალური ორმაგად გამობურცული
დიამეტრი 8 მმ 6,5X9,5 მმ
გარსი აპკოვანი გარსი ფერი მუქი-ყავისფერი

ჩვენებები
ტრუქსალი წარმოადგენს სედატიურ ნეიროლეფსიურს ჩვენების ფართო სპექტრით, რომელიც მოიცავს:
• ფსიქოზებს, შიზოფრენიისა და მანიაკალური მდგომარეობის ჩათვლით, რომლებსაც თან სდევს ფსიქომოტორული აგზნება, აჟიტაცია და მოუსვენრობა;
• აბსტინენტური ნაბახუსევი სინდრომი ალკოჰოლიზმისას და ნარკომანიისას;
• ჰიპერაქტიურობა, გაღიზიანებადობა, აგზნება, ხანდაზმულ პაციენტებში ცნობიერების დარღვევა;
• ბავშვებში ქცევის მოშლილობა;
• დეპრესიული მდგომარეობები, ნევროზები, ფსიქომოტორული მოშლილობები
• უძილობა
• ტკივილი (ანალგეტიკებთან კომბინაციაში).

მიღების წესები და დოზები
ფსიქოზები, შიზოფრენიისა და მანიაკალური მდგომარეობების ჩათვლით. მკურნალობა იწყება პრეპარატის 50-100 მგ-ს დღეში დანიშვნით და დოზა ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად, როგორც წესი 300 მგ-მდე დღეში. ცალკეულ შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 1200 მგ-მდე დღეში. შემანარჩუნებელი დოზა, როგორც წესი შეადგენს 100-200 მგ-ს დღეში. ტრუქსალის სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, იყოფა 2-3 მიღებაზე, ტრუქსალის გამოხატული სედატიური მოქმედების გათვალისწინებით, რეკომენდირებულია დაინიშნოს სადღეღემისო დოზის შედარებით მცირე ნაწილი დღის განმავლობაში, უფრო დიდი კი - საღამოს.
ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის დროს.
სადღეღამისო დოზა, რომელიც იყოფა 2-3 მიღებაზე, შეადგენს 500 მგ-ს. მკურნალობის კურსი, როგორც წესი, შეადგენს 7 დღეს. აბსტინენტაციის გამოხატვის შეწყვეტის შემდეგ, დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს. შემანარჩუნებელი დოზა, 15-45 მგ დღე-ღამეში, ახდენს მდგომარეობის სტაბილიზაციას, ამცირებს მომდევნო რეციდივის განვითარების საშიშროებას.
ხანდაზმულ პაციენტებში ჰიპერაქტიურობის, აგრესიულობის, აგზნებადობის, ცნობიერების დარღვევის შემთხვევაში ინიშნება 15-90 მგ დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, ნაწილდება 3 მიღებაზე.
ბავშვებში ქცევის დარღვევის კორექციისათვის ტრუქსალი ინიშნება შემდეგი გამოთვლით – 0,5 – 2 მგ წონის 1 კილოგრამზე.
დეპრესიული მდგომარეობები, ნევროზები, ფსიქოსომატიური მოშლილობები. ტრუქსალი შეიძლება გამოვიყენოთ დეპრესიებისას, განსაკუთრებით თუ მათ თან სდევს შფოთვა, როგორც ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას დანამატის სახით ამ დამოუკიდებლად. ტრუქსალი შეიძლება დაინიშნოს ნევროზებისა და ფსიქომოტორული დარღვევებისას, რომელთაც თან სდევს შფოთვა და დეპრესიული მოშლილობები 90 მგ-მდე დოზით დღეღამეში. სადღეღამისო დოზა, როგორც წესი იყოფა 2-3 მიღებაზე. რადგანაც ტრუქსალის მიღება არ იწვევს შეჩვევას ან წამლის მიმართ დამოკიდებულებას, შესაძლებელია მისი ხანგრძლივი გამოყენება.
უძილობა. საღამოს 1 საათით ძილამდე უნდა დაინიშნოს 15-30 მგ.
ტკივილები. ტრუქსალის თვისება მოახდინოს ანალგეტიკების მოქმედების პოტენცირება შეიძლება იყოს გამოყენებული პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აწუხებთ ტკივილები. ამ შემთხვევაში, ტრუქსალი უნდა დაინიშნოს ანალგეტიკებთან კომპლექსში 15-დან 300 მგ-მდე დოზირებით.

გვერდითი მოვლენები
ძილიანობა, ტაქიკარდია, სიმშრალე პირის ღრუში, გაძლიერებული ოფლიანობა ან აკომოდაციის დარღვევა. ეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც როგორც წესი, თავს იჩენენ თერაპიის დასაწყისში, ხშირად ქრება მისი ხანგრძლივობის შესაბამისად. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორთოსტატურ ჰიპოტენზიას, განსაკუთრებით თუ ტრუქსალის გამოყენება დიდი დოზებით ხდება. თავბრუსხვევა, დისმენორეა, კანის ანთებები, ყაბზობა იშვიათად არის გამოვლენილი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლუნდბეკი
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
ქლორპროტიქსენი
დოზა
25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი