ვაზოსერკი BID ტაბლეტი 24მგ #30

ვაზოსერკი BID ტაბლეტი 24მგ #30

თურქეთი

აბდი იბრაჰიმი
კალათის ფასდაკლება
-
2.88
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერება: ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თაუბრუსხვევისა და მენიერის სინდომის სამკურნალო საშუალება.

ჩვენებები: გამოიყენება მენიერის სინდრომთან ასოცირებული სმენის დაქვეითების დროს,
ასევე თავბრუსხვევისა და ყურები შუილის დროს.

მიღების წესი და დოზირება: ჩვეულებრივ, საწყისი დოზა არის 24-48 მგ დღეში, 2-3-ჯერადი მიღებით. სასურველია პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება. შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის რეაქციაზე მკურნალობის მიმართ.
თუ დღიური დოზა შეადგენს 48 მგ-ს, შესაძლებელია ვაზოსერკი BID- 2-ჯერ დღეში გამოყენება: ერთი ტაბლეტი დილით, მეორე - საღამოს. როდესაც დღიური დოზა არის 24 მგ, ინიშნება ერთი ტაბლეტი ვაზოსერკი BID.
ვაზოსერკის 8 მგ-იანი ტაბლეტები გამოიყენება დაბალი დოზებით მკურნალობის დროს.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ვაზოსერკი არ გამოიყენება ბავშვებში საკმარისი ინფორმაციის არარსებობის გამო.

გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, მჟავიანობის მომვტება, დიარეა, სახის ჰიპერემია.

კანის მხრივ: ჰიპერემია, ქავილი, გამონაყარი და ურტიკარია.

არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები: *ფეოქრომოციტომა;
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ შემადგენელ კომპონენტზე.

ორსულობა და ლაქტაცია: მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა ბეტაჰისტინის მაღალი დოზების ტერატოგენური ეფექტის არ არსებობა, ორსულებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები: -პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნანახი კორელაცია ვაზოსერკით მკურნალობასა და პეპტიური წყლულის რედიციდების განვითარებას შორის, ვაზოსერკი მაინც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიური წყლული.

-ვაზოსერკი არ გამოიყენება ორსულებში და ბავშვებში, აღნიშნულ კონტიგენტში პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი ინფორმაციის გამო.

ჭარბი დოზირება: ვაზოსერკის ჭარბი დოზირების დროს შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, ბრონქოსპაზმი, ზემო სასუნთქი გზების შეშუპება.

ვაზოსერკს სპეციფიკური ანტიდოტი არ გააჩნია, ამიტომ ჭარბი დოზირების დროს გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიეთქმედება: მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მოსალოდნელია ანტაგონიზმი ვაზოსერკსა და ანტიჰისტამინურ პრეპარატებს შორის, ასეთი ურთიერთქმედება პრაქტიკულად არ დადასტურებულა.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ
ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აბდი იბრაჰიმი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი
დოზა
24მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი