ტრავატანი წვეთები თვალის 40მკგ/1მლ 2.5მლ ფლაკონი #1
ბელგია
ალკონი
GEL
in stock
new
25.77₾
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Travoprostum ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიგლაუკომატოზური პრეპარატები კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროსტაგლანდინების ჯგუფის გლაუკომის სამკურნალო პრეპარატი. FP პროსტანოიდური რეცეპტორების მაღალსელექტიური აგონისტი.
ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება თშწ დაქვეითების მიზნით პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღიაკუთხოვანი გლაუკომა ან თვალშიდა ჰიპერტენზია.
მიღების წესი და დოზირება: ტრავატანის რეკომენდებული დოზაა 1 წვეთი ერთხელ დღეში, საღამოს. პრეპარატის მოქმედება იწყება ჩაწვეთებიდან 2 სთ-ის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 12 სთ-ში.
გვერდითი მოვლენები: ყველაზე ხშირია თვალის ჰიპერემია, რომელიც 95%-ში გაივლის მკურნალობის შეწყვეტისთანავე. 3% შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს თვალის დისკომფორტის, უცხო სხეულისა და წვის შეგრძნება. 1-2% შემთხვევაში - ბლეფარიტი, კონიუქტივიტი, მშრალი თვალის სინდრომი, ფერადი გარსის ფერის ცვლილება, ცრემლდენა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ტრავოპროსტის, ბენზალკონიუმის ქლორიდის ან სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: ტრავატანის გამოყენება არ არის სასურველი ორსულ ქალებში და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები: ◄ ტრავატანის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ფერის უმნიშვნელო შეცვლა. ფერადი გარსის ფერის ცვლილება ხდება ძალზე ნელა და პერმანენტულად. ◄ ტრავატანის გამოყენება არ არის სასურველი თვალის ანთებითი პროცესების დროს (ირიტი, უვეიტი). სიფრთხილეა საჭირო ტრავატანის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მაკულარული შეშუპების განვითარების რისკის ფაქტორი. ◄ პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა მოიხსნან ლინზები ხსნარის ჩაწვეთების წინ და კვლავ გაიკეთონ ტრავატანის ჩაწვეთებიდან 15 წთ-ის შემდეგ.