მოქმედი ნივთიერება: სილდენაფილი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალება. ჩვენებები: ერექციის დისფუნქციის მკურნალობა, რაც განისაზღვრება როგორც სასქესო აქტის განსახორციელებლად ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა; სილდენაფილის სპეციფიკური მოქმედებისათვის საჭიროა სექსუალური აგზნება; პრეპარატი არ არის ნაჩვენები ქალებისათვის. მიღების წესი და დოზირება: ტაბლეტები მიიღება პერორალურად.
გამოყენება მოზრდილებში: რეკომენდებული დოზაა 50 მგ, რომელსაც საჭიროებისამებრ ღებულობენ სექსუალურ ქმედებამდე ერთი საათით ადრე. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე, ან შემცირდეს 25 მგ-მდე. პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100 მგ., ხოლო მიღების მაქსიმალური სიხშირეა - ერთხელ დღეში. საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის აქტივობა შეიძლება გამოვლინდეს უფრო გვიან, უზმოზე მიღებასთან შედარებით.
უკუჩვენებები:
*NO/ცგმფ-ის ცვლაზე ზემოქმედების გამო სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს, რის გამოც წინააღმდეგნაჩვენებია მისი აზოტის ოქსიდის დონატორებთან - ამილნიტრიტთან და ნიტრატებთან ნებისმიერი ფორმით ერთდროული დანიშვნა;
*სილდენაფილი, არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომელთათვისაც სექსუალური აქტივობა უკუნაჩვენებია (მაგ. პაციენტები გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების მძიმე ფორმით, როგორიცაა, არასტაბილური სტენოკარდია ან გულის მძიმე უკმარისობა);
*იგი ასევე უკუნაჩვენებია: ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობის, ჰიპოტენზიის (არტერიული წნევა <90/50 მმ ვწყ.სვ.), ახლად გადატანილი ინსულტის ან მიოკარდიუმის ინფარქტის და რქოვანას თანდაყოლილი დეგენერაციული დაავადებების (რქოვანაას პიგმენტაცია) დროს;
*სილდენაფილი უკუნაჩვენებია ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არ აუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას