გამოყენება ანალგინ მაქსი შეიცავს მეტამიზოლს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი და ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ჩვენება ანალგინ მაქსი გამოიყენება: - სხვადასხვა წარმოშობისა და ინტენსივობის ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისთვის, მათ შორისაა, თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაცია, სახსრებისა და კუნთების ტკივილი და ანთება, ართრიტი (სახსრების ანთებითი დაავადებები), ნევრალგია (ტკივილი ნერვის დაზიანების დროს); პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილი; თირკმელებისა და სანაღვლე გზების სპაზმური ტკივილი, როდესაც სხვა საშუალებები არაეფექტურია ან უკუნაჩვენებია: - სხეულის მაღალი ტემპერატურის სწრაფი დაწევისთვის, როცა სხვა მედიკამენტები არ მოქმედებს, ან როდესაც ისინი უკუნაჩვენებია. თუ პაციენტი მედიკამენტის გამოყენების შემთხვევაში 3-5 დღის შემდეგ თავს უკეთესად არ გრძნობს ან მდგომარეობა უარესდება, დახმარებისთვის უნდა მიმართოს ექიმს. უკუჩვენებები ანალგინ მაქსი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: - ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მეტამიზოლის მიმართ ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ზემოთ); - ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პირაზოლონების ჯგუფის სხვა მედიკამენტების მიმართ; - ალერგია ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მიმართ; - რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის და ცხვირის ღრუს ანთება), ჭინჭრის ციება, ასთმა; - სისხლმბადი სისტემის დაავადებები; - ძვლის ტვინის დაავადებები; - პორფირია (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, ასოცირებული ჰემოგლობინის წარმოქმნის დარღვევასთან); - გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი; - ორსულობის ბოლო ტრიმესტრი. მიღების წესი წამლის მიღება უნდა მოხდეს ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად. დოზირება დამოკიდებულია ტკივილის ინტენსივობაზე ან ტემპერატურის მატებაზე და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე ანალგინ მაქსის მიმართ. რეკომენდებულია ყველაზე დაბალი დოზის შერჩევა, რომელიც საჭიროა ტკივილისა და ცხელების კონტროლისთვის. მოზრდილებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზა: 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა და მოზრდილებმა (53 კგ-ზე მეტი წონით) შეიძლება მიიღონ 1 პაკეტი ერთჯერადი დოზის სახით დღეში ოთხჯერ. მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილების და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის - 4 პაკეტი შუშხუნა ფხვნილი (შეესაბამება 4000 მგ-ს). ბავშვებსა და მოზარდებში გამოიყენება ანალგინ მაქსი რეკომენდებული არ არის 15 წლამდე მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის, იმის გამო, რომ ისინი საჭიროებენ აქტიური ნივთიერების ნაკლები შემცველობის წამლის ფორმებს. ხანდაზმული ასაკის ზოგადი სუსტი ჯანმრთელობის/თირკმლის დარღევვების მქონე პაციენტები ხანდაზმული ასაკის ზოგადი სუსტი ჯანმრთელობის/თირკმლის ფუნქციური დარღვევების მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს, ვინაიდან ასეთ პაციენტებში მეტამიზოლის დაშლის პროდუქტების გამოყოფა შენელებულია. შენახვის წესი ინახება 25რC-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.