ასპირინი ტაბლეტი 500მგ #10

ასპირინი ტაბლეტი 500მგ #10

რუსეთის ფედერაცია

ტატქიმფარმი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Acetylsalicylic acid
სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა, 1 ტაბლეტი შეიცავს 0.25 გ ან 0.5 გ აცეტილსალიცილის მჟავას;
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, კარტოფილის სახამებელი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანალგეტიკები და ანტიპირეტიკები.

ჩვენებები. რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, ინფექციურ-ალერგიული მიოკარდიტი, პერიკარდიტი. ციებ-ცხელების სინდრომი ინფექციურ-ანთებითი დაავადებები დროს. ტკივილის სინდრომი (სხვადასხვა წარმოშობის): თავის ტკივილი (მ.შ. დაკავშირებული ალკოჰოლის აბსტინენტურ სინდრომთან), შაკიკი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, ლუმბაგო, მიალგია, ართრალგია. როგორც ანტიაგრეგატული საშუალება (დოზები 250 მგ/დღე-ღამემდე): გულის იშემიური დაავადება, გულის იშემიური დაავადების რისკის რამოდენიმე ფაქტორის არსებობა, მიოკარდის უმტკივნეულო იშემია, არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი (მიოკარდის განმეორებითი ინფარქტის რისკის და მიოკარდის ინფარქტის შემდეგ სიკვდილიანობის შესამცირებლად), ტვინის განმეორებითი იშემია და იშემიური ინსულტი მამაკაცებში, გულის სარქველების პროთეზირება (თრომბოემბოლიების პროფილაქტიკა და მკურნალობა), ბალონური კორონარული ანგიოპლასტიკა და სტენტის ჩაყენება (განმეორებითი სტენოზის რიკის შემცირება და კორონარული არტერიის მეორადი დაშლის მკურნალობა), კორონარული არტერიის არაათეროსკლეროზული დაზიაენებების დროს (კავასაკის დაავადება), აორტოარტერიიტი (ტაკიასუს დაავადება), გულის სარქველების მიტრალური მანკები და მოციმციმე არითმია, მიტრალური სარქველის პროლაფსი (თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა), ფილტვის არტერიის რეციდივირებადი თრომბოემბოლიები, ფილტვის ინფარქტი, მწვავე თრომბოფლებიტი, დრესლერის სინდრომი. კლინიკურ იმუნოლოგიასა და ალერგოლოგიაში: თანდათან მზარდი დოზებით ხანგრძლივი დესენსიბილიზაციისათვის და არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მყარი ტოლერანტობის ჩამოყალიბებისათვის ავადმყოფბებში ასთმითა და “ტრიადით”, რომლებიც მწვავდება აცეტილსალიცილის მჟავის მიღების შედეგად.

გამოყენების წესი და დოზები. პრეპარატი მიიღება შინაგანად, ჭამის შემდეგ.
ციებ-ცხელებისა და ტკივილის სინდრომისას უფროსებში – 500-1000 მგ 3-4-ჯერ დღე-ღამეში. დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.
სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად – რამოდენიმე თვის განმავლობაში.
მიოკარდის ინფარქტის დროს, ასევე განმეორებითი პროფილატიკისათვის ავადმყოფებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდის ინფარქტი – 250 მგ ერთხელ დღე-ღამეში.
როგორც თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი - 250 მგ/დღე-ღამე ხანგრძლივად.
ტვინის სისხლმიმოქცევის დინამიური დარღვევების, ცერებრალური თრომბოემბოლიების დროს - 250 მგ/დღე-ღამე დოზის თანდათან გაზრდით 1000 მგ/დღე-ღამემდე, რეციდივების პროფილაქტიკისათვის - 250 მგ/დღე-ღამე.
ბავშვებში – 50-200 მგ 3-4-ჯერ დღე-ღამეში; ერთჯერადი დოზა 2 წლიდან ბავშვებისათვის – 100 მგ, 3 წლიდან – 150 მგ, 4 წლიდან – 200 მგ, 5 წლიდან დაწყებული – 250 მგ; დღე-ღამის დოზა – გაანგარიშებიდან 200 მგ სიცოცხლის 1 წელიწადზე.

გვერდითი ეფექტები.
ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის მიმართ აცეტილსალიცილის მჟავა-დარნიცას შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება, სხვადასხვანაირი ეგზანთემები, ეოზინოფილია, ბრონქოსპაზმი. პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს ანაფილაქტიური შოკი, ასთმა, ავადმყოფებში ბრონქიალური ასთმით აღინიშნება შეტევების გახშირება და გაძლიერება. ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ოტოტოქსიური, ნეფროტოქსიური და ჰეპატოტოქსიური ეფექტები. შინაგანად მიღებისას პრეპარატი ახდენს სპეციფიურ ულცეროგენულ მოქმედებას, იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიულ და წყლულოვან დაზიანებებს, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენებს. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ჰეპატოგენური ენცეფალოპათია. ასთმა, “ტრიადა” (ეოზინოფილური რინიტი, ცხვირის რეციდივირებადი პოლიპოზი, ჰიპერპლასტიური სინუსიტი). ასეპტიური მენინგიტის. გულის უკმარისობის სიმპტომების გაძლიერება, შეშუპებები, ღებინება, გულისრევა. თრომბოციტოპენია, ანემია, ლეიკოპენია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ტატქიმფარმი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
აცეტილსალიცილის მჟ
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი