პარაცეტამოლი გამოიყენება ტემპერატურისა და ტკივილის შესამსუბუქებლად. სამკურნალო დოზა დამოკიდებულია ასაკსა და წონაზე.
Paracetamolum
პარაცეტამოლი; პარა-აცეტამინოფენოლი.
გამჭვირვალე, ბლანტი, ვარდისფერი, მოტკბო გემოს, ჟოლოს დამახასიათებელი სუნის მქონე სიროფი.
100 მლ სიროფი შეიცავს:2,4 გ პარაცეტამოლს.
დამხმარე ნივთიერებები:პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, ეთილის სპირტი, ფხვნილის მსგავსი საკვები სორბიტი, ნიპაგინი, ნიპაზოლი, ჟოლოს არომატული საკვები ესენცია, ღია წითელი-ძოწისებრი ფერის C 121 საღებავი და გასუფთავებული წყალი.
სიროფი
ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი საშუალება.
სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომი, მცირე და საშუალო ინტენსივობის:
თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია.
კბილების ამოსვლით გამოწვეული ტკივილი.
ტრავმების, დამწვრობების, ფარინგიტის, რევმატიული ტკივილების დროს.
აგრეთვე:
ინფექციურ-ანთებითი დაავადებებით გამოწვეული ცხელების დროს.
საბავშვო ვირუსული ინფექციების დროს.
პრეპარატი ინიშნება შიგნით მისაღებად. მიღების სიხშირე 3-4-ჯერ დღეღამეში თითოეულ მიღებას შორის არა ნაკლებ 4 სთ-ის ინტერვალით.
დოზირება ასაკის მიხედვით:
6 თვიდან 1 წლამდე: 2,5-5 მლ სიროფი (0,5-1 ჩაის კოვზი).
1-დან 3 წლამდე: 5-7,5 მლ სიროფი (1-1,5 ჩაის კოვზი).
3-დან 6 წლამდე: 7,5-10 მლ (1,5-2 ჩაის კოვზი).
6-დან 12 წლამდე: 10-15 მლ (2-3 ჩაის კოვზი).
12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 15-25 მლ (3-4 ჩაის კოვზი).
პარაცეტამოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას შესაძლებელია წარმოიშვას: გულისრევა, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილები, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება).
სიროფის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება: ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა, მეთჰემოგლობინემია, აგრანულოციტოზი.
ხანგრძლივად დოზით მიღებისას, რომელიც სჭარბობს თერაპიულს: შესაძლებელია ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.
პარაცეტამოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა.
გლუკოზო-6-დეჰიდროგენაზას დეფიციტი.
სისხლის დაავადებები.
6 თვემდე ასაკის ბავშვები.
პაციენტები, რომლებიც იყენებდნენ ბარბიტურატებსა და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს პარაცეტამოლის გამოყენებისას, შესაძლებელია აღენიშნოთ ამ უკანასკნელის ნახევრადგამოყოფის პერიოდის მომატება.
კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებას, რაც აძლიერებს ღვიძლში “პირველი გავლის” ინტენსივობის ეფექტს და იწვევს პრეპარატის კლირენსის გაძლიერებას. ამან შეიძლება შეაფერხოს სისხლში პარაცეტამოლის კონცენტრაციის თერაპიული დონის მიღწევა.