საერთაშორისო დასახელება - METAMIZOLE SODIUM; PITOFENONE; FENPIVERINIUM BROMIDE კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სპაზმოლიზური და ანალგეზიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც. 1 ტაბ. მეტამიზოლის ნატრიუმის მარილი ....... 500 მგ პიტოფენონის ჰიდროქლორიდი ............. 5 მგ ფენპივერინის ბრომიდი ........................... 0.1 მგ დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, ხორბლის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი.
ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური და ანალგეზიური საშუალება სუსტად ან ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომის მოსახსნელად, როგორიცაა: თირკმლის ჭვალი; შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის სპაზმები; ქოლელითიაზი, სანაღვლე გზების დისკინეზია; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სპაზმები; პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი; ქრონიკული კოლიტი; დისმენორეა; მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ტკივილი; როგორც დამატებით საშუალებას იყენებენ ტკივილის შესამცირებლად ქირურგიული და დიაგნოსტიკური ჩარევების დროს; პრეპარატს იყენებენ აგრეთვე მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობის სახით სახსრების ტკივილის, ნევრალგიის, იშიალგიის და მიალგიის დროს.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ინიშნება 1-2 ტაბ. 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, სითხესთან ერთად. პრეპარატის დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 5 დღეს. პრეპარატის დღეღამური დოზის გაზრდა ან მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
უკუჩვენებები: * მომატებული მგრძნობელობა პირაზოლონის წარმოებულების მიმართ; * ტაქიარითმია; * გულის დეკომპენსირებული უკმარისობა; * გულის იშემიური დაავადება; * დახურულკუთხოვანი გლაუკომა; * წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია; * ჰემატოლოგიური დაავადებები; * გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდოგენაზის დეფიციტი; * ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; * 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითბები: პრეპარატი გავლენას ახდენს ფსიქომოტორული რეაქციებზე, რის გამოც იგი სიფრთხილით ენიშნებათ ალკოჰოლთან და ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების პრეპარატებთან ერთად.
ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, ჰიპოტონია.