/images/logo_ka.svg
ალთეს სიროფი 95მლ ფლაკონი  #1

ალთეს სიროფი 95მლ ფლაკონი #1

რუსეთის ფედერაცია

სინთეზი

პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა 1000მლ-ზე:
აქტიური კომპონენტი: ალთეს ფესვების ექსტრაქტი (ალთეს ფესვების ექსტრაქტი მშრალი) (შეიცავს რედუქციურ მონოსაქარიდების ჯამს, გლუკოზის მხრივ – არანაკლებ 1,0%) – 25 გ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, საქაროზა (თეთრი შაქარი), გამოხდილი წყალი.
გამოყენების ჩვენება
პრეპარატი ალთე სიროფი-აკოსი გამოიყენება მოზრდილებში და ნული წლის ასაკიდან ბავშვებში სასუნთქი გზების დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს ხველა ნახველის ძნელად გამოყოფით (ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი, ბრონქიტი).

უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა ალთეს ფესვის ექსტრაქტის (ალთეს ფესვის მშრალი ექსტრაქტი) ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- საქაროზა/იზომალტაზას დეფიციტი;
- ფრუქტოზის აუტანლობა;
- გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.

სიფრთხილით:
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა და დაბალნახშირწყლების დიეტაზე მყოფებმა ყოველთვის უნდა მიმართონ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში:
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება შესაძლებელია, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისა და ბავშვის პოტენციურ რისკს. უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოყნების მეთოდი და დოზირება:
შიგნით.
მოზრდილები - 1 სუფრის კოვზი სიროფი, ადრე განზავებული 1/2 ჭიქა თბილ წყალში, 4-5-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ბავშვები
12 წლამდე ბავშვები - 1 ჩაის კოვზი სიროფი, წინასწარ განზავებული 1/4 ჭიქა თბილ წყალში, 4-5-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზირების რეჟიმი არ განსხვავდება მოზრდილებისთვის დოზირების რეჟიმისგან.
მკურნალობის ხანგრძლივობაა 10-15 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობისა და განმეორებითი კურსების გაზრდა შესაძლებელია ექიმთან შეთანხმებით.

გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
თუ თქვენ გაქვთ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, ან ისინი გაუარესდება, ან შეამჩნევთ სხვა გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს.

შენახვის პირობები:
არაუმეტეს 25 ძС ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში (ფლაკონი კოლოფში).
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სინთეზი
ქვეყანა
რუსეთის ფედერაცია
ჯენერიკი
ალთე/ტუხტი/
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
95მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat