/images/logo_ka.svg
ამბროქსოლი ტაბლეტი 30მგ  #20

ამბროქსოლი ტაბლეტი 30მგ #20

უკრაინა

ბორშაგოვსკი

ამბროქსოლის ტაბლეტები გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც ნახველი ხასიათდება წებოვნებით და დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული ამოხველების თანხლებით

პროდუქტის შესახებ

ამბროქსოლი ტაბლეტი 30მგ

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი-30.0მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი 30, ტალკი.

ჩვენება:

ამბროქსოლის ტაბლეტები გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც ნახველი ხასიათდება წებოვნებით და დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული ამოხველების თანხლებით: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია; ბრონქული ასთმა; ბრონქოექტაზიური დაავადება.

უკუჩვენება:

აბსოლუტური უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის მიმართ ან მზა პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; ეპილეფსიური სინდრომი; 2 წლამდე ბავშვები (ბავშვებისათვის არსებობს წამლის სხვა ფორმა: ბრონქოდილის სიროფი).


პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები ნაყოფსა და ჩვილ ბავშვებზე ამბროქსოლის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ, ბრონქოდილის გამოყენება ორსულობისა (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) და ლაქტაციის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განისაზღვრება თანაფარდობა პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლო სარგებელსა და რისკს შორის.

გამოყენების წესი და დოზირება:

ბრონქოდილის ტაბლეტები მიიღება საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობით თბილ სითხესთან ერთად (მაგალითად: წყალი, წვენი ან ჩაი). მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში: პირველი 2-3 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (90მგ-დღე-ღამეში). შემდგომი მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (60მგ-დღე-ღამეში). 6-დან 12 წლამდე ბავშვებში პირველი ორი დღის განმავლობაში ნახევარი ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში (30-45მგ-დღე-ღამეში). შემდგომში მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (30მგ-დღე-ღამეში). მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე. ექიმის დანიშნულების გარეშე ბრონქოდილის მიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.


გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ვითარდება სისუსტე, თავის ტკივილი, პირის ღრუსა და სასუნთქი გზების სიმშრალე, ნერწყვდენა, რინორეა, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დიზურია, ეგზანთემა. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.


შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბორშაგოვსკი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
ამბროქსოლი
დოზა
30მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat