აქვა მარისი ბეიბი სპრეი ცხვირის 50მლ ფლაკონი #1
აქვა მარისი ბეიბი სპრეი ცხვირის 50მლ ფლაკონი  #1

აქვა მარისი ბეიბი სპრეი ცხვირის 50მლ ფლაკონი #1

ხორვატია

იადრან-გალენსკი
პროდუქტის შესახებ
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ინტენსიური სანაცია (გამორეცხვა)“

შემადგენლობა: NaCl არანაკლებ 9გ-ლ. 100მლ შეიცავს: ზღვის წყალი-27,1+-3,0მლ; გასუფთავებული წყალი-100მლ-მდე. ხსნარის შემადგენლობაში შემავალი ადრიატიკის ზღვის წყალი შეიცავს Cl-, Na+, SO4 2+, Mg 2+, Ca 2+, K +, HCO3 -, Br - იონებს და მიკროელემენტებს, როგორიცაა თუთია, სელენი, იოდი, რკინა, მანგანუმი და სხვ. არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და კონსერვანტებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ლორწოვნ გარსზე დატანისას ზღვის წყლის იზოტონური ხსნარი უზრუნველყოფს მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას, ხელს უწყობს ლორწოს გათხელებასა და მისი გამომუშავების ნორმალიზაციას ლორწოვანი გარსის შემადგენელ ფიალისებურ უჯრედებში. ხსნარის ნაკადი წნევის ქვეშ ზედმიწევნით რეცხავს ცხვირისა და ცხვირ-ხახის ყველა ნაწილს და აქტიურად ათავისუფლებს მათ ჭარბი ლორწოს, ვირუსების, ბაქტერიების, უცხო სხეულების, მათ შორის ალერგენების, სქელი ექსუდატისგან (ქერქები).გამოყენების ჩვენებები: ცხვირის ღრუს, ცხვირის დანამატი წიაღებისა და ცხვირ-ხახის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურნალობა (ინფექციური, ალერგიული): მწვავე და ქრონიკული რინიტები; მწვავე და ქრონიკული სინუსიტები; მწვავე და ქრონიკული ადენოიდიტები; ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები; მრვი-ის (მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების) კომპლექსური მკურნალობა; ყოველდღიური გამოყენება მრვი-ისა და გრიპის ეპიდემიის პერიოდში; ცხვირის ღრუს მოვლა: ცხვირის ღრუზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ; მიკროორგანიზმების, უცხო სხეულების, ალერგენების, მტვრის, მცენარეული მტვრის ნაწილაკების მოცილება; ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მომზადება სამკურნალო საშუალებების დასატანად; ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება

გამოყენების წესი: ინტრანაზალურად (ცხვირში გამოსაყენებლად). 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში რამდენჯერმე დღეში (2-6-ჯერ დღეში) და მეტჯერ, საჭიროების შემთხვევაში. კურსის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.

გამოყენების ინსტრუქცია: ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ბეიბი (საბავშვო). ინტენსიური სანაცია: გამოიყენება ჩვილ ბავშვებში, 3 თვის ასაკიდან. ცხვირის გამორეცხვა ადრეული ასაკის ბავშვებში ხდება მწოლიარე მდგომარეობაში. საჭიროა ბავშვის თავის გვერდზე შებრუნება. ფლაკონის გამომრქვევი უნდა მოთავსდეს ზემოთ მოქცეულ ცხვირის ნესტოში. გამორეცხვა უნდა მოხდეს რამდენიმე წამის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში საჭიროა პროცედურის განმეორება. საჭიროა იგივეს განმეორება მეორე ნესტოში.

ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ნორმი. ინტენსიური სანაცია: გამოიყენება ბავშვებში, 6 თვის ასაკიდან და მოზრდილებში. საჭიროა თავის გვერდზე გადახრა. ფლაკონის გამომფრქვევი უნდა მოთავსდეს ზემოთ მოქცეულ ცხვირის ნესტოში. გამორეცხვა უნდა მოხდეს რამდენიმე წამის განმავლობაში. საჭიროა ცხვირის მოხოცვა. საჭიროების შემთხვევაში საჭიროა პროცედურის განმეორება. საჭიროა მეორე ნესტოში იგივე პროცედურების განმეორება.
პრეპარატი თავსებადია სურდოს სამკურნალო ნებისმიერ საშუალებასთან.

უკუჩვენებები: უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.

ორულობა და ლაქტაციის პერიოდი: დასაშვებია გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პეიოდში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენების შემთხვევაში გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითრების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდე.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 50მლ, 125მლ ან 150მლ ხსნარი წნევის ქვეშ მეტალის ფლაკონში. 1 ფლაკონი გამომფრქვევითა და პლასტმასის ხუფით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის ზომები: ფლაკონი წნევის ქვეშ: სითბოს გავლენით შესაძლოა აფეთქდეს. დაუშვებელია გახვრეტა ან დაწვა, თუნდაც გამოყენების შემდეგ.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25+-10C ტემპერატურის, 45-80% ტენიანობის, 84-106,7 კპა წნევის პირობებში .ინახება სითბოს წყაროსგან, ცხელი ზედაპირებისგან, ნაპერწკლისგან, ცეცხლის ალისგან ან აალების ნებისმიერი სხვა წყაროსგან მოშორებით. დაუშვებელია მის სიახლოვეს მოწევა. ინახება მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იადრან-გალენსკი
ქვეყანა
ხორვატია
ჯენერიკი
ნიტროფურალი+ზღვის წყალი /იზოტონური/
ფორმა
სპრეი ცხვირის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი