ჩვენებები: ლივ-ანგინი გამოიყენება პირის ღრუს, ყელის, ხახისა და ხორხის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და საწყისი სტადიის სიმპტომური მკურნალობისათვის (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში): ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი (მათ შორის, პროფესიული ხასიათის), გინგივიტი, სტომატიტი, რძიანა.
მიღების წესები და დოზირება: მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია ნელა გაიწუწნოს ლივ-ანგინის 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 სთ-ში (მოზრდილები) ან ყოველ 4 სთ-ში (ბავშვები) ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6-8 ტაბლეტს.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ლივ-ანგინი არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
ორსულობა და ლაქტაცია: ლივ-ანგინის უსაფრთხოება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებისას დადგენილი არ არის, თუმცა უარყოფითი ზემოქმედება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის გამოყენება ამ პერიოდის განმავლობაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ან ბავშვზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 30ძC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.