სალბურესტი სიროფი 2მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
სალბურესტი სიროფი 2მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1

სალბურესტი სიროფი 2მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1

ინდოეთი

ბიომატრიქსი ჰელთქეა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - salbutamol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → ბრონქოლიზური საშუალებები → ბეტა ადრენომიმეტიკები → ბეტა 2 ადრენომიმეტიკები

რას შეიცავს სალბუტამოლი
- აქტიური ნივთიერება - სალბუტამოლის სულფატი, ექვივალენტურია 2 მგ სალბუტამოლის 5 მლ სიროფში.
- სხვა შემადგენელი ნაწილები: ეთანოლი, საქაროზა, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ნატრიუმის ციტრატი დიჰიდრატი, ლიმონმჟავა მონოჰიდრატი, ,,ლიმნის” თხევადი ესენცია, გასუფთავებული წყალი.

სალბუტამოლის მიღების წესი
მიიღეთ სალბუტამოლი სოფარმა ყოველთვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიროფი მიიღება შიგნით.
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
უფროსები და 12 წელზე ზემოთ ბავშვები: 5-10 მლ სიროფი (2-4 მგ სალბუტამოლი) 3-4 ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 20 მლ (8 მგ) მდე დღეში 4-ჯერ (მაქსიმალური დღიური დოზა 32მგ).
ბავშვები 6 დან 12 წლამდე: 5 მლ სიროფი (2 მგ) 3-4 ჯერ დღეში. დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 15 მლ-მდე (6 მგ) 4 ჯერ დღეში (მაქსიმალური დღიური დოზა 24 მგ).
ბავშვები 2 დან 6 წლამდე: საწყისი დოზა - 2,5 - 5 მლ სიროფი (1-2 მგ) 3-4 ჯერ დღEში.
2 წლამდე ასაკის ბავშვები: უსაფრთხოება, ეფექტურობა და დოზირება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება უფრო დაბალი დოზებით - 5 მლ სიროფი (2მგ) 3-4 ჯერ დღეში.
თუ მკურნალობის პერიოდში იგრძნობთ, რომ სამკურნალო პრეპარატის ეფექტი ძალიან სუსტია (ჩნდება სიროფის ჩვეულებრივზე ხშირი გამოყენების მოთხოვნილება), მიმართეთ ექიმს. ის შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შესაძლო აშეცვალოს მკურნალობა. არ შეცვალოთ სამკურნალო პრეპარატის დოზირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე!

შესაძლო გვერდითი მოქმედებები
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, სალბუტამოლმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვლინდებიან არა ნებისმიერ პაციენტში.
ხშირი: (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში): ტრემორი (კიდურების კანკალი), თავის ტკივილი, გულის მოქმედების გახშირება, ტკივილი გულის არეში.
იშვიათად (ვლინდება 1000პაციენტინდა 1 ზე ნაკლებში): კუნთების კრუნჩხვა, ღებინება, გულისრევა (უპირატესად ბავშვებში რომლებმაც მიიღეს ჭარბიდოზირება), არათანაბარი გულის რითმი, გულისცემა, სისხლში შაქრის დონის მომატება და კალიუმის რაოდენობის შემცირება.
ძალიან იშვიათი ვლინდება 10000პაციენტიდან 1 ზე ნაკლებში): ალერგიული რეაქციები ჭინჭრის ცხელების სახით, ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის და ყელის შეშუპება, რამაც შესაძლოა გაართულოს ყლაპვა და სუნთქვა), სასუნთქი გზების სპაზმი, სისხლის წნევის დაცემა და კოლაფსი, ჰიპერაქტივობა, კუნთებში დაჭიმულობის შეგრძნება.
უცნობი სიხშირე: (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასება).
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ არის ცნობილი თუ რამდენად ხშირად ვლინდება, ზოგიერთ პაციენტში შესაძLო აგამოვლინდეს ტკივილი მკერდის უჯრედში (გულის დარღვევების შედეგად), უძილობა, მოუსვენრობ, თავბრუსხვევა; პაციენტებში პარკინსონის დაავადებით - ტრემორის გაძლიერება და კუნთების კრუნჩხვა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიომატრიქსი ჰელთქეა
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
სალბუტამოლი
დოზა
2მგ/5მლ
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
100მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი