ტუსტური სიროფი 100მლ ფლაკონი+საზომი ჭიქა #1
ტუსტური სიროფი 100მლ ფლაკონი+საზომი ჭიქა #1

ტუსტური სიროფი 100მლ ფლაკონი+საზომი ჭიქა #1

ინდოეთი

ლაბ. ზეე
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Ambroxol,Levosalbutamol,Guaifenasin
შემადგენლობა:
სიროფის 5 მლ შეიცავს:
ლევოსალბუტამოლის სულფატს I.P.,
რომელიც 1 მგ ლევოსალბუტამოლის ეკვივალენტურია;
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს I.P. - 30 მგ;
გვაიფენეზინს I.P. - 50 მგ.

ჩვენება:
სალბუტამოლი არის სელექციური ბეტა-2-ადრენერგული რეცეპტორების აგონისტი, ბრონქოდილატატორი, რომელიც უზრუნველყოფს ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატაციას სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს. სალბუტამოლი გამოიყენება ბრონქული ასთმის, ბრონქოსპაზმის და სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს. პრეპარატი გამოიყენება ტრაქეობრონქიტის ყველა ფორმის, ემფიზემის, პნევმოკონიოზით გამოწვეული ბრონქიტის, ფილტვების ქრონიკული ანთებითი დაავადებების, ბრონქოექტაზიების, ბრონქულ ასთმასთან ასოცირებული ბრონქიტის დროს. ბრონქიტის გამწვავებისას ინიშნება შესაბამისი ანტიბიოტიკი. გვაიფენაზინი ინიშნება სიმპტომური ხველის მოსახსნელად.

უკუჩვენებები:
მიუხედავად იმისა, რომ სალბუტამოლი ორსულობის დროს ინტრავენურად და ზოგჯერ სიროფის სახით გამოიყენება ნაადრევი მშობიარობის პირობებშიც, იგი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში მოსალოდნელი აბორტის რისკის გამო. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კუჭის წყლულის მქონე პაციენტებში, მიუხედავად იმისა, რომ ამის აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს.

გამოყენების წესი:
ტუსტური სიროფი-ს რეკომენდებული დოზებია:
2-5 წლის ბავშვებში: 2.5 მლ 2-ჯერ დღეში.
6-12 წლის ბავშვებში: 5 მლ 2-ჯერ დღეში.
მოზრდილებში: 10 მლ 2-ჯერ დღეში.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:
მძიმე ან არასტაბილური ასთმის დროს ბრონქოდილატატორები არ გამოიყენება ერთადერთი ან ძირითადი სამკურნალო საშუალების სახით. მძიმე ხარისხის ასთმის დროს საჭიროა პაციენტების მკაცრი მონიტორინგი მდგომარეობის რეგულარული შეფასებით, მათ შორის ფილტვის ფუნქციის კონტროლი, რადგან მაღალია მძიმე ასთმური შეტევების და სიკვდილიანობის რისკი. ამ ჯგუფის პაციენტებში განსახილველია პერორალური ან/და ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზების გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა. ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება ნაყოფისათვის მოსალოდნელ პოტენციურ რისკს.
ძუძუთიკვება. სალბუტამოლი სავარაუდოდ გადადის დედის რძეში, რაც გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების დროს.
ფერტილობა. ადამიანის ფერტილობაზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. ცხოველების ფერტილობაზე გვერდითი ეფექტები არ აღინიშნებოდა.
გვერდითი ეფექტები:

სალბუტამოლის სიროფის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი არის ხელების ტრემორი, რაც შემაფერხებელია ზუსტი სამუშაოს შესრულებისას. შესაძლებელია დაძაბულობა, მოუსვენრობა და გულისცემის აჩქარება. ძალიან იშვიათად ვითარდება კრუნჩხვები. იშვიათია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგ., ანგიოედემა, ურტიკარია, ასევე ბრონქოსპაზმი, ჰიპოტონია და კოლაფსი. ბეტა-2-ადრენორეცეპტორების აგონისტების გამოყენებამ შეიძლება პოტენციურად სერიოზული ჰიპოკალემია გამოიწვიოს. არსებობს თავის ტკივილის შემთხვევები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ზეე
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ამბროქსოლი+ლევოსალბუტამოლი
ფორმა
სიროფი
შეფუთვა
ფლაკონი+საზომი ჭიქა
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
100მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი