ფიტოსედი - PHYTOSED - ФИТОСЕД წამლის შემადგენლობა : აქტიური ნივთიერება : სპირტის ნაყენი (1:10) მცენარეული ნედლეულისაგან : კუნელის ნაყოფი - 10 გ ; კორიანდრის ნაყოფი – 5 გ ; სამკურნალო ბარამბოს ბალახი – 15 გ ; ძიძოს ბალახი – 5 გ ; შვრიის ნაყოფი – 25 გ ; შავბალახა – 20 გ . სვიის ნაყოფი – 20 გ, ეთილის სპირტი 40% წამლის ფორმა : ნაყენი ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საძილე და სედაციური პრეპარატი ფარმაკოლოგიური თვისებები : ფარმაკოდინამიკა . ფიტოსედი ახდენს სედაციურ ეფექტს . პრეპარატის სედაციური ეფექტი ვლინდება მისი მიღების პირველივე დღიდან . მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა 1-1,5 საათის შემდეგ და გრძელდება 2-4 საათით . პრეპარატის მოქმედებას განაპირობებს მისი შემადგენელი კომპონენტები.
ჩვენებები: პრეპარატი ენიშნება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს, როგორც სედაციური საშუალება სხვადასხვა ეტიოლოგიის ნევროზის დროს; ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა: გაღიზიანების, მღელვარების, შიშის, მომეტებული გადაღლილობის, დაბნეულობის თანხლებით; ნერვული აგზნება; უძილობა; ნეიროცირკულაციური დისტონია; ჰიპერტონული და კარდიალური ტიპის მიხედვით; ასთენიის სინდრომი ( ჰიპერსტენული ფორმა). უკუჩვენებები : მომატებული მგრძნობელობა.პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვების, ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის.
სიფრთხილის ზომები . პრეპარატი არ ენიშნება მძღოლებს და მანქანა მექანიზმებთან მომუშავე პაციენტებს, რადგან ასეთი სამუშაო დიდ ყურადღებას და მოძრაობის სწრაფ რეაქციას საჭიროებს . ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან : თუ ღებულობთ რაიმე სხვა წამლებსაც, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს .ფიტოსედი აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი წამლების მოქმედებას. მიღების წესი და დოზა . ფიტოსედი შიგა მიღების პრეპარატია, მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებს ეძლევა 1 ჩაის კოვზი (5 მლ ) ცოტა წყალთან ერთად, 3-4- ჯერ დღეში და 1- ჯერ ძილის წი . მკურნალობის კურსი გრძელდება 10-30 დღით . აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება განმეორდეს 10–15 დღის შემდეგ .
მიღების წინ შეანჯღრიეთ . ჭარბი დოზა . რეკომენდირებულზე მეტი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა .
გვერდითი ეფექტები: მომატებულმა მგრძნობელობამ პრეპარატის კომპონენტების მიმართ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები .
რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიიღეთ ექიმის რეკომენდაცია,შეიძლება თუ არა ამ პრეპარატის შემდგომი გამოყენება. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი . მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ , წამალი არ უნდა მიიღოთ .