ჩვენებები: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობების დროს: კალციუმის და-ან ვიტამინი D3–ის დეფიციტი; მზარდი მოთხოვნა კალციუმზე, ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პერიოდი; კარიესის პროფილაქტიკა; რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა; ორსულობა და ლაქტაცია; სტეროიდებისა და ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება; ოსტეოპოროზი და მისი გართულები (ძვლების მოტეხილობა).
უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა; ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია.
დოზირება და მიღების წესი: 0-1 წელი:-2,5მლ 2_ჯერ დღეში, 1-2 წელი:- 5მლ 2-ჯერ დღეში. 2 წლიდან ზემოთ: 10მლ ორჯერ დღეში. გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის კარგი შენჯღრევა.
გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ. სუსპენზიის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალცემია და ჰიპერკალციურია, შეიძლება აღინიშნოს D3 ჰიპერვიტამინოზი. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინახება ბნელ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25C–ზე დაბალ ტემპერატურაზე.