კალციუმის ოროტატი კაფსულა 500მგ+400სე #30
კალციუმის ოროტატი კაფსულა 500მგ+400სე #30

კალციუმის ოროტატი კაფსულა 500მგ+400სე #30

სან-მარინო

ერბოზეტა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითოეული კაფსულა შეიცავს: კალციუმის ოროტატის დიჰიდრატი, ექვივალენტი 500მგ კალციუმის, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)-10მკგ (400ს.ე.), დამხმარე ნივთიერებები; სორბიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკონის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები: კალციუმის და D3 ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობით მიღებისას; კალციუმის დაბალი დონით გამოწვეული მდგომარეობების სამკურნალოდ (ოსტეოპოროზი, პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი, არასრულწლოვანთა ოსტეოპოროზი, ხანდაზმული ოსტეოპოროზი, ოსტეომალაცია, რაქიტი); ჰიპოპარათირეოზი; ლატენტური ტეტანია; ბარძაყის სახსრის პლასტიკური ქირურგია; ანთებითი დაავადებები, როგორიცაა: ართრიტი, ფსორიაზი, სპონდილიტი და ა.შ.; ორსული ქალები და ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედები; პრემენსტრუალური სინდრომი (PMS).

დოზირება და გამოყენების წესი: შიგნით მისაღებად პერორალურად: 1 კაფსულა 1-ჯერ ან 2-ჯერ დღეში, შეიძლება მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

სიფრთხილის ზომები: ჰიპოპარათირეოიდული დაავადება: ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია ყველაზე ხშირად გვხვდება ჰიპოპარათირეოიდულ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ D3 ვიტამინის მაღალ დოზებს.

თირკმელების კენჭები (კალციუმის შემცველი): სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ კალციუმის პრეპარატების მიღებისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ თირკმელების კენჭები.

თირკმელების უკმარისობა: სიფრთხილით გამოიყენეთ თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიპერკალციემიის თავიდან ასაცილებლად; აუცილებელია შრატში კალციუმის და ფოსფორის დონის ხშირი მონიტორინგი.

უკუჩვენებები: უნდა მოერიდონ მის გამოყენებას სამკურნალო საშუალებაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.


შენახვის წესი: ინახება გრილ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ერბოზეტა
ქვეყანა
სან-მარინო
ჯენერიკი
კალციუმი+ქოლეკალციფეროლი
დოზა
500მგ+400სე
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი