სელიო ტაბლეტი 200მკგ #60

სელიო ტაბლეტი 200მკგ #60

გერმანია

იდი ფარმა ველტი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Selenium
შემადგენლობა
სელიოს ერთი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სელენიუმს – 200 მკგ (სელენით გამდიდრებული საფუარის სახით) და შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა, ქსილიტოლი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

ჩვენებები
სელიო გამოიყენება ორგანზიმში სელენის უკმარისობის მკურნალობისთვის და პროფილაქტიკისთვის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს, როგორიცაა:
- ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაციების საწინააღმდეგოდ;
- აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის, ინფექციური დაავადებების;
- მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობა;
- არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვება;
- იოდდეფიციტი;
- არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედება (რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა ალკოქოლის მიღება და სხვა) არსებობა;
- ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი;
- წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია (პროსტატიტი), რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა.
უკუჩვენება
- შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

უსაფრთხოების ზომები
სელიო არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება ზრდასრულებში.
მიიღება პერორალურად, 1 ტაბლეტი დღეში.
ტაბლეტი მიიღეთ ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – 2 წელი.
ინახება მჭიდროდ დახურულ კონტეინერში, მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იდი ფარმა ველტი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
სელენი
დოზა
200მკგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი