პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 50 მგ ასკორბინის მჟავას. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის სულფიტი უწყლო, საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები.
ჩვენებები: ასკორბინის მჟავა გამოიყენება პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზმი საჭიროებს ვიტამინ C-ს დამატებით შეყვანას: ჰიპოვიტამინოზი-C, სურავანდის პროფილაქტიკა და მკურნალობა; ჰემორაგიული დიათეზი, კაპილაროტოქსიკოზი; ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენები, მათ შორის ცხვირიდან, ფილტვებიდან, საშვლოსნოდან; ინფექციური დაავადებები; იდიოპათიური მეთჰემოგლობინემია; ინტოქსიკაცია, მათ შორის რკინის პრეპარატებით ქრონიკული მოწამვლა; ალკოჰოლური და ინფექციური დელირი; მწვავე სხივური დაავადება; ტრანსფუზიის შემდგომი გართულებები; ღვიძლის დაავადებები; კუჭ-ნაწლავის დაავადებები - აქილია, წყლულოვანი დაავადება, განსაკუთრებით სისხლდენის შემდეგ, ენტერიტი, კოლიტი, ჰელმინთოზები, ქოლეცისტიტი, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა; დუნედ შეხორცებადი ჭრილობები, წყლულები, დამწვრობები, ძვლების მოტეხილობა; დისტროფია, გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რეკონვალესცენციის პერიოდი; ორსულობა, ლაქტაცია; ჰემოსიდეროზი, ერითროდერმია; ფსორიაზი, ქრონიკული გავრცელებული დერმატოზი.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი შეიყვანება კუნთში და ვენაში. საშუალო სამკურნალო დოზები მოზრდილთათვის - 1 - 3 მლ 5% ხსნარი დღეში, ბავშვებში - 1 - 2 მლ 5% ხსნარი დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის 500 მგ (10 მლ), ბავშვებში - 300 მგ (6 მლ). მწვავე ინტოქსიკაციის დროს - 3 გ დღეში.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. თრომბოფლებიტი.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ინიშნება მხოლოდ ექიმის დანიშნულების
შემთხვევაში.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
7008