ჩვენება: დამატებითი კვებითი დანამატი სპორტისა და სწავლის დროს. ხელს უწყობს ძვლის, თმის, კანის, ფრჩხილის ჯანმრთელობას და პუბერტატულ პერიოდში მყოფი გოგონას ორგანიზმის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. შეიცავს რკინას რომელიც ხელს უწყობს ერითროციტების და ჰემოგლობინის ნორმალურ წარმოქმნას; განკუთვნილია 13-19 წლის გოგონებისათვის ვიტამინებისა და მინერალების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, შეიცავს B6, B12 და C ვიტამინებს, რომლებიც უზრუნველყოფს დაღლილობის შემცირებას. თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია შემაგდენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ საკვები დანამატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
მიღების წესი: ერთი ტაბლეტი დღეში ძირითად კვებასთან ერთად. უნდა გადაიყლაპოს წყალთან ან ცივ სასმელთან ერთად. დაუშვებელია დაღეჭვა. დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. დაუშვებელია მშიერ კუჭზე მიღება. არ არის საჭირო დამატებითი მულტივიტამინების მიღება.
შესაფერისია ვეგეტარიანელებისათვის. არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, საფუარს, გლუტენისგან თავისუფალია. ველთინი არ გადის ცდებს ცხოველებზე.
შენახვის წესი: ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას.