პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) 250მგ; ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 200მგ; ვიტამინი B2 (რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი, რიბოფლავინზე გადაანგარიშებით) 15მგ; ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) 0,50მგ; ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 0,25მგ; დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი (K30), მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი დიჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი. გარსის შემცველობა: ჰიპრომელოზა, ტალკი, აკრილ-იზი 930250004 წითელი (მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ტალკი, პონსო 4R ლაქი, სანსეტი ყვითელი FCF ალუმინის ლაქი, ტრიეთილციტრატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი).
ჩვენებები: B1, B2, B6, B9, B12-ის ჰიპო და ავიტამინოზი; სიმპტომური მკურნალობა ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა:^პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგიები, პერიფერიული პარეზები და დამბლები, სარტყლისებრი ჰერპესი, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშუა ნევრალგიები, სახის ნერვის პარეზი, სამწვერა და სახის ნერვის ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ბავშთა ცერებრალური დამბლა, პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები; ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური, პოსტტრავმული); სხვადასხვა გენეზის ანემიები; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი; ღვიძლის დაავადებები: ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი; კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი; სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა; ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა; ორსულთა ტოქსიკოზები; ოფთალმოლოგიური დაავადებები: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანას წყლული; იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია; ასთენიური მდგომარეობები: მომატებული და ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია, გაღიზიანებადობა, ნერვიულობა, ძილის და მადის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის უნარისა და მეხსიერების დაქვეითება; ჭარბი ფიზიკური დატვირთვა.
მიღების წესი და დოზირება: ბენევრონი BF მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებში 2-5 წლამდე ინიშნება ნახევარი ტაბლეტი, ხოლოქ5 წლის ასაკის ზევით–1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში. დოზირება და მკურნალობის კურსი განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში; ნეფროლითიაზი; ერითრემია, ერითროციტოზი, თრომბოემბოლია; 2 წლამდე ასაკი.გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს: ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება ჩვენებების მიხედვით, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ჩვილისათვის.შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
12020
ბრენდი
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
ჯენერიკი
ვიტ ბ-1+ბ-2+ბ-6+ბ-12+ბ-9 /ფოლის მჟავა/