ნელადექსი მალამო თვალის 5გრ ტუბი #1

ნელადექსი მალამო თვალის 5გრ ტუბი #1

ეგვიპტე

ე.ი.პ.ი.კ.ო.
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Polymyxinum B+Neomycinum+Dexamethasonum
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივ გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის სუსპენზია: პლასტიკურ ფლაკონში 5 მლ დროპ-ტეინერი საწვეთურით.
1 ფლ.
დექსამეტაზონი ....................... 1 მგ
ნეომიცინის სულფატი............. 3.5 მგ
პოლიმიქსინ B სულფატი............6000 სე
კონსერვანტი - ბენზალკონიუმის ქლორიდი............0.004%
ფუძე-ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა ...........0.5%
თვალის მალამო: ტუბში 3.5 გ
1 გ
დექსამეტაზონი ................................ 1 მგ
ნეომიცინის სულფატი ...................... 3.5 მგ
პოლიმიქსინ B სულფატი ................ 6000 სე
კონსერვანტები:
მეთილპრაბენი.........0.05%
პროპილპარაბენი.....0.01%
ნეიტრალური ნივთიერებები:
თეთრი ვაზელინი, უწყლო თხევადი ლანოლინი

ჩვენებები:
გამოიყენება თვალის ანთებითი პროცესების დროს, როდესაც აუცილებელია ერთობლივი ანტიმიკრობული და გლუკოკორტიკოიდული თერაპიის ჩატარება.

მიღების წესები და დოზირება:
1-2 წვეთი თვალში. დაავადების მწვავე ფორმების დროს ჩაწვეთება შეიძლება ყოველ 1 საათში. მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად მცირდება წამლის მიღების ჯერადობა, მის სრულ მოხსნამდე.
გახანგრძლივებულად მიმდინარე პროცესების დროს ინიშნება 4-5-ჯერ დღეში.
მალამო დაიტანება 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები - დაკავშირებულია მომატებულ მგრძნობელობასთან პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;
თვალშიდა წნევის მომატება, იშვიათად - სუბკაფსულური კატარაქტა;
ჭრილობების შეხორცების შეფერხება, მეორადი ინფექციები.

უკუჩვენებები:
* Herpes simplex-ით გამოწვეული კერატიტი;
* რქოვანას და კონიუქტივას რიგი ვირუსული დაავადებები;
* თვალის სოკოვანი დაავადებები;
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
* პრეპარატი კატეგორიულად უკუნაჩვენებია რქოვანადან უცხო სხეულის ამოღებისას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ე.ი.პ.ი.კ.ო.
ქვეყანა
ეგვიპტე
ჯენერიკი
დექსამეტაზონი+ნეომიცინი+პოლიმიქსინი
ფორმა
მალამო თვალის
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
5გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი