/images/logo_ka.svg
ტიროთრიცინი 'პროვიტა' ტაბლეტი საწუწნი #20
ტიროთრიცინი 'პროვიტა' ტაბლეტი საწუწნი #20

ტიროთრიცინი 'პროვიტა' ტაბლეტი საწუწნი #20

ავსტრია

მონო ჩემ ფარმა

პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Tyrothricin,Neomycin,Benzalcon.chl.Benzo
აქტიური ნივთიერებაა: ტიროთრიცინი, ნეომიცინის სულფატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი და ბენზოკაინი
1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
ტიროთრიცინი 0,50მგ
ნეომიცინის სულფატი 0,83მგ
ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,50მგ
ბენზოკაინი 1,50მგ
დამხმარე ნივთიერებებია: პიტნის ეთერზეთი, , ევკალიპტის ეთერზეთი, მაგნიუმის სტეარატი, მენთოლი, პოვიდონი, საქაროზა, ტალკი.
ტიროთრიცინი „პროვიტა“ კომპ. საწუწნი ტაბლეტები შეიცავს ანტიბაქტერიული თვისების მქონე აქტიურ ნიბთიერებებს - ტიროთრიცინს, ნეომიცინს და ბენზალკონიუმის ქლორიდს და აგრეთვე ანალგეზიურ ნივთიერებას - ბენზოკაინს.

პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ანთების სამკურნალოდ (ყელის ტკივილის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ღრძილების ანთების დროს).
მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ გაქვთ დანიშნული, რეკომენდირებული დოზებია:
მოზრდილები:
1-2 ტაბლეტი დღეში რამდენჯერმე, მაქსიმუმ 6 ტაბლეტი დღეში.
ბავშვები და მოზარდები:
12 წლამდე ბავშვებში აღნიშნული პრეპარატი არ ინიშნება. არასაკმარისი კვლევების არსებობის გამო არ არის რეკომენდირებული მოზარდებში აღნიშნული პრეპარატის დანიშვნა.

მიღების ფორმა და ხანგრძლივობა
მიიღება ორალურად.
ტაბლეტი უნდა გაწუწნოთ ბოლომდე. არ გადაყლაპოთ ან ჩაკბიჩოთ. პრეპარატის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე ან უშუალოდ მიღების შემდეგ არ გაიხეხოთ კბილები, რადგან კბილის პასტა ამცირებს პრეპარატის ეფექტიანობას. დაახლოებით 5 დღეში თუ ვერ იგრძენით შვება, მიმართეთ ექიმს. პრეპარატი არ გამოიყენება ხანგრძლივი დროით.

ჭარბი დოზა
ჭარბი დოზა იწვევს შიდა ყურის ფუნქციის ან ვესტიბულარული აპარატის მოშლას, გულის სისუსტეს, აგზნებითი ნერვული იმპიულსების გადაცემის მოშლას, არითმიას (გულის რითმის მოშლას), მეტალის გემოს შეგრძნებას, კრუნჩხვებს (ეპილეფსიურ შეტევას) ან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა.
ბენზოკაინის ჭარბი რაოდენობით მღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეთემოგლობინემია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მონო ჩემ ფარმა
ქვეყანა
ავსტრია
ჯენერიკი
ტიროთრიცინი+ნეომიცინი+ბენზალკონიუმის ქლორიდი+ბენზოკაინი
ფორმა
ტაბლეტი საწუწნი
რაოდენობა შეფუთვაში
20
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat