კორვანტი - მცენარეული ექსტრაქტებისა და B ჯგუფის ვიტამინების ეფექტური კომბინაციაა გულ_x0002_სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. შემადგენლობა: კუნელის ფოთლებისა და ყვავილების მშრალი ექსტრაქტი, შავბალახას მშრალი ექსტრაქტი, ჭინჭრის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი, თიამინის ჰიდროქლორიდი, რიბოფლავინის ნატრიუმის 5- ფოსფატი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, ციანკობალამინი, მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი, ჭარხლის ბოჭკო, ჟელატინი (კაფსულის გარსი). გამოყენება: ზრდის გულის მუშაობის უნარს; აუმჯობესებს მიოკარდიუმის სისხლმომარაგებას; გამოიყენება სტრესული სიტუაციებისა და ნევროზული მდგომარეობების დროს; უზრუნველყოფს ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას; ხელს უწყობს კანის სიჯანსაღის შენარჩუნებას. მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულებისამებრ. შესაძლებელია დაინიშნოს 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში. რეკომენდირებული დღიური დოზაა 2 კაფსულა. უკუჩვენება: არ მიიღება რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობისას. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან.